რისკის შეფასება და განხორციელება; ბიოსაშიშროება: URS COVID19: 2020 (REIBH)

შინაარსი

1.0 შესავალი ეს დოკუმენტი ადგენს ზოგად მოთხოვნებს ორგანიზაციისათვის, რათა ორგანიზაციამ დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნები მისი მართვის სისტემის და სქემის კონტროლის შემუშავებისას- რისკის შეფასება და განხორციელება ბიოსაშიშროება: URS COVID19: 2020 (REIBH)

აღწერა

2.0 მიზანი  სქემა ერგება ნებისმიერ ბიზენეს სექტორს ან ბიზნეს  სუბიექტს (ინდივიდუალური მეწარმე, კომერციული იურიდიული პირი...) და შემუშავებულია იმ მიზნით, რომ საშუალება მიეცეს მესამე მხარეს აწარმოოს აუდიტი იმის შესამოწმებლად თუ რამდენად აკმაყოფილებს ორგანიზაციაში არსებული მართვის სისტემა  მოთხოვნებს. მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია, რომ არსებული მართვის სიტემა, რომელიც ორგანიზაციისათვის დაკავშირებულია REIBH- სთან, არ უნდა იყოს შემსუბუქებული შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემულ ინსტრუქციებთან და პრინციპებთან მიმართებაში. არსებული რისკის შეფასებასა და კონტროლს შესაძლოა დასჭირდეს დამხმარე გარე პირი, რომელიც დახმარებას გასწევს  მრეწველობის გარკვეული სექტორის  ტექნიკური მოთხოვნების ნაწილში, ხოლო ასეთი მიდგომა კი, ამავდროულად , მისასალმებელი იქნება. 3.0 სახელმძღვანელო სქემა COVID – 19  მინიმალური ასპექტები, რომლებიც უნდა შეფასდეს და დადასტურდეს ორგანიზაციის მიერ შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის პროტოკოლთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ეს აუცილებელი მოთხოვნები გულისხმობს ორგანიზაციის, აღჭურვილობის, პერსონალის და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული მხარის კონტროლსა და შეფასებას. ეს სახელმძღვანელო ინსტრუქციები ემყარება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ დებულებებს. საჭიროა არა მხოლოდ აქ აღწერილ საკითხებზე ორიენტირება, არამედ ამ  გამოშვების შემდგომი განახლებების გათვალისწინება. URS- ის მიერ ჩატარებული აუდიტი შეაფასებს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესაბამისობას ამ სქემის დოკუმენტთან, ხოლო შესაბამისობის შემთხვევაში 12 თვის ვადით გასცემს რეგისტრაციის სერთიფიკატს.   4.0 მოთხოვნები 4.1 ფუნქციონირება ორგანიზაციამ უნდა აჩვენოს მზაობა და მიიღოს შემდეგი ზომები, რათა უზრუნველყოს მის საქმიანობაში მონაწილე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების უსაფრთხოება: 4.1.2 ორგანიზაციული მართვის ზომები • SARS-COV-2 გავრცელების რისკების ანალიზი, რისკის წყაროების და დაზარალებული მხარეების მითითება (მენეჯმენტი, პერსონალი, კლიენტები, მომწოდებლები ...) • შექმენით წინასწარი სავარაუდო გაუთვალისწინებელი შემთხვევების გეგმა იმ ზომებთან ერთად, რომლებიც უნდა განხორციელდეს გამოვლენილი გადაცემის რისკების დასაცავად და / ან აღმოსაფხვრელად. • შეაფასეთ განხორციელებული მოქმედების ეფექტურობა. • დისტანციური მუშაობის შესაძლებლობის შეთავაზება და განხორციელება თანამშრომელთათვის და ამისათვის ყველა საჭირო რესურსის მობილიზება. • ორგანიზაციებისთვის, სადაც თანამშრომლები ვერ იმუშავებენ დისტანციურად, უნდა მოხდეს შესვლისა და გასვლის მოქნილობის უზრუნველყოფა ხალხის შეჯგუფების თავიდან ასაცილებლად. • PPE- პირადი დამცავი საშუალებების  (ნიღბები, ხელთათმანები,სადეზინფექციო ხსნარები და ა.შ.) და საწმენდი საშუალებების უზრუნველყოფა. • დანიშნოს პირი, რომელიც პასუხისმგებელია ზემოთხსენებული პროტოკოლის შესრულებაზე და შესაბამისობაზე. • პერსონალის ტრანსპორტირების შემთხვევაში,  დისტანციებისა და უსაფრთხოების ზომების შენარჩუნების უზრუნველყოფა ყოველი გადაადგილებისას. • უსაფრთხოების შესაბამისი,   დამაკმაყოფილებელი პირობების უზრუნველყოფა იმ ობიექტებსა და საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც თანამშრომლებს უწევთ სამუშაოების შესრულება. • დაშვების კონტროლის მექანიზმების ამოქმედება იქ, სადაც ამის საშუალება იქნება. • უზრუნველყოს ნარჩენების შეგროვებისა და დახარისხებისათვის საჭირო მოწყობილობები და მათი სათანადო მართვა. 4.2 პრევენცია 4.2.1 პრევენციული ზომები ობიექტზე • ძირითადი ჰიგიენური ნორმების პროტოკოლის უზრუნველყოფა. • დასუფთავების, ობიექტების, ინფრასტრუქტურის, ავტომობილების და ა.შ. სანიტარიზაციის პროტოკოლის უზრუნველყოფა. • იმ შემთხვევაში, თუ დასუფთავება განხორციელდება ქვეკონტრაქტორის მეშვეობით, აუცილებელია ორივე მხარის მიერ დაიდოს ხელშეკრულება, რომელშიც აისახება უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა. • დასუფთავებისა და სანიტარიზაციის გადამოწმებისა და დადასტურებისათვის ანალიტიკური კონტროლის გეგმის შემუშავება და განხორციელება. • მინიმალური სოციალური დისტანციის 2 მეტრით განსაზღვრა და მისი დადგენა ყველა მიმართულებით, როგორც სამუშაო ზონებში, ისე დასასვენებელ ადგილებში. • ორგანიზაციის სხვადასხვა ადგილებში რეგულაციებით განსაზღვრული ნორმებისა და წესების საილუსტრაციო ვიზუალური მასალის განთავსება მაგალითად, ხელის დაბანის წესის ამსახველი პოსტერი. ამასთანავე ამ საკითხთან დაკავშირებული ტრენინგებისა და აგიტააციის უზრუნველყოფა. • ყოველდღიური, მინიმუმ 5 წუთიანი სავენტილაციო პროცედურის შესრულება. • ჰაერის ფილტრების წმენდის გაძლიერება 4.2.2 პრევენციული ზომები და რეკომენდაციები თანამშრომელთათვის • სისტემატიურად და რეგულარულად აცნობეთ პერსონალს SARS-COV-2– ის გადაცემის და გადამდები რისკების შესახებ. • სათანადო PPE-  პირადი დამცავი საშუალებების უზრუნველყოფა და მათი გამოყენების შესახებ ინფორმირება. • განსაკუთრებით მგრძნობიარე თანამშრომლებისა და მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირება სპეციფიური შეფასებების განხორციელებისა და საჭირო პრევენციული ზომების მიღების მიზნით. • აცნობეთ შიდა და გარე კომუნიკაციის პროტოკოლს, თუ როგორ და ვის უნდა დაუკავშირდეთ სიმპტომების შემთხვევაში. • წყლის, საპნის, ერთჯერადი ქაღალდის, ნაგვის ურნებისა და სადეზინფექციო საშუალებების უზრუნველყოფა. • ტრენინგი და თანამშრომელთა ინფორმირება სამუშაო სივრცის ყოველდღიური დასუფთავების ინსტრუქციის შესახებ. გაიდლაინის მიწოდება სამუშაო სივრცის დასუფთავების შესახებ საქმიანობის დასაწყისში,  მსვლელობისას და ბოლოს. • ტრენინგი და ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ ხდება  თანამშრომელთა მიერ გამოყენებული აღჭურვილობისა და ნივთების დეზინფექცია. • გასარეცხი ნივთების რეცხვისა და სანიტარიზაციის გაიდლაინის შემუშავება. • პერსონალზე ვირუსის გამოვლენისათვის ტესტების ჩატარება ან შეთავაზება. • თანამშრომლების თანხმობით მათი ტემპერატურის კონტროლი შესასვლელებთან. • თუ რომელიმე თანამშრომელს გამოუვლინდა COVID-19- თან დაკავშირებული რაიმე სიმპტომი, მათ არ უნდა მიმართონ თავიანთ სამუშაო სივრცეს. მათ უნდა აცნობონ როგორც ორგანიზაციას, ასევე შესაბამის სამედიცინო მომსახურებას. • თუ თქვენ გქონდათ პირდაპირი კონტაქტი COVID-19– ით დაზარალებულთან და / ან ხართ განსაკუთრებული მგრძნობელობის ან მოწყვლადი პირი, აუცილებლობას არ წარმოადგენს თქვენი სამსახურში გამოცხადება. იმ შემთხვევაში თუ  ვერ  შეძლებთ დისტანციურად მუშაობას, საჭიროა დაუკავშირდეთ ექიმს, რათა მან დაადასტუროს, რომ თქვენი იზოლირება აუცილებელია • გადაყარეთ გამოყენებული პირადი ჰიგიენისა და დაცვის საშუალებები, როგორიცაა ხელსახოცი, მათთვის განკუთვნილ ურნებში. 4.2.3 პრევენციული ზომები ორგანიზაციის გარეთ მომუშავე პერსონალისათვის • ორგანიზაციის გარეთ მომუშავე ყველა თანამშრომელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა გაიაროს ტრენინგი ორგანიზაციის შენობაში შესვლამდე (მაგ. გადაადგილების მიმართულება, ინტერვალი, ხელების გაწმენდა, მინიმალური დისტანციის დაცვა). • ორგანიზაციის გარეთ მომუშავე ყველა თანამშრომელი უნდა იყენებდეს PPE- პირადი დაცვის საშუალებებს(საჭიროების შემთხვევაში), რათა უსაფრთხოდ აწარმოონ თავიანთი საქმიანობა. • ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესებისა და პროტოკოლის შესახებ ყველა ორგანიზაციის გარეთ მომუშავე თანამშრომელთა ინფორმირება, მათი ორგანიზაციის შენობაში შესვლამდე. • რისკების შესახებ ინფორმირებულობის და მათი გაცნობიერების დადასტურება ორგანიზაციის შენობაში შესვლამდე. • ორგანიზაციის მიერ დადგენილი პრევენციული ზომების მიღება და შესრულება.   4.3 აუდიტი და განხილვა ორგანიზაციამ პერიოდულად უნდა განიხილოს არსებული პროტოკოლი შიდა აუდიტის მონაცემებზე ან სხვა ობიექტური კონტროლის საშუალებების მონაცემებზე დაყრდნობით. შიდა აუდიტი უნდა ჩატარდეს მინიმუმ ერთხელ, იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ეს სქემა განხორციელების რეჟიმშია. აუდიტს ასრულებენ კომპეტენტური აუდიტორები, რომლებიც ანგარიშის წარმოადგენენ ოფიციალური სახით, რომელსაც წარუდგენენ სარევიზიო საბჭოს - სარევიზიო საბჭო უნდა შედგებოდეს ორგანიზაციის ადმინისტრაციის წევრებისგან, რომელთაც,  აუცილებლობის შემთხვევაში, აქვთ ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო უფლებამოსილება; მთავრობის მოთხოვნების განხილვა უნდა მოხდეს შესაბამის სხდომაზე, ასევე უნდა მოხდეს რისკების შეფასების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში  მისი შესწორება და გამოქვეყნება, ამსთანავე ნებისმიერი საჭირო ტრენინგის ან საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება. უნდა მოხდეს განხილვის შეხვედრების ჩაწერა. 4.4 ტრენინგი და დოკუმენტაცია ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია, როგორიცაა გამოქვეყნებული რისკის შეფასება და მოთხოვნები (პროტოკოლის ჩათვლით), აუდიტი, მიმოხილვა უნდა შევიდეს ძალაში და გამოქვეყნდეს როგორც სავალდებულო, მოხდეს მოქმედების ვადის განსაზღვრა და მისი დამტკიცება. ორგანიზაციის ყველა "შესაფერის" თანამშრომელს უნდა შეეძლოს რისკის შეფასებისა და მოთხოვნების სათანადო ტრენინგის დემონსტრირება, მათში შეტანილი ცვლილებების ჩათვლით.


დაგვიკავშირდით