ISO 9001 - ხარისხის მართვის სისტემა

შინაარსი

ISO 9001 სტანდარტის მიხედვით გაცემული სერთიფიკატი განკუთვნილია ბიზნესის ყველა სფეროსთვის. ISO 9001 წარმოადგენს საერთაშორისო ბიზნეს სტანდარტს, რომელიც განსაზღვრავს ხარისხის მართვის სისტემის კრიტერიუმებს დოკუმენტირები, დანერგვისა და სირთიფიცირების საკითხებში. ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა შესაძლებელია ყველა ტიპის ორგანიზაციაში, მიუხედავად მისი სიდიდსა, საქმიანობის სპეციფიკისა და სამართლებრივი სტატუსის.

აღწერა

სერთიფიკატი ISO 9001 ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს განვითარებაში. სერთიფიცირებული კომპანია უფლებამოსილია აწარმოოს თავისი საქმიანობა საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით.


სერთიფიკატის მფლობელ ორგანიზაციებს ეძლევათ თვითპოპულარიზაციის შესაძლებლობა სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით. ამასთანავე მათ შეუძლიათ უსასყიდლოდ ისარგებლონ URS სერთიფიკატის ლოგოთი.

რატომ ISO 9001 - ხარისხის მართვის სისტემა?
  • ქმნის ბიზნესის ახალ შესაძლებლობებს
  • ზრდის მომხმარებლის ნდობას კომპანიისადმი, როგორც უსაფრთხო პროდუქტებისა და მომსახურების მომწოდებლისადმი
  • ზრდის კომპანიის კონკურენტუნარიანობას
  • ამცირებს ხარჯებს და უზრუნველყოფს დანაზოგების გენერირებას

დაგვიკავშირდით