ISO 37001 - კორუფციის საწინააღმდეგო მართვის სისტემა

შინაარსი

კორუფციის საწინააღმდეგო სისტემები, განსაზღვრავს ღონისძიებათა ჯაჭვს, რაც ორგანიზაციებს ეხმარება მოსყიდვის თავიდან აცილების, გამოვლენისა და მოგვარების საქმეში. სისტემა მოიცავს კორუფციის საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავებას და პასუხისმგებელი პირის დანიშვნას, რომელიც ზედამხედველობს კორუფციის საწინააღმდეგოდ ჩასატარებელი ქმედებების შესაბამისობას, ტრენინგებს, რისკების შეფასებას, ბიზნეს- პარტნიორებთან კავშირს, ფინანსური და კომერციული კონტროლის განხორციელებას, საანგარიშგებო და საგამოძიებო პროცედურების დანერგვას.

აღწერა

ISO 37001 გამიზნულია დაეხმაროს ორგანიზაციებს კორუფციის საწინააღმდეგო მართვის სისტემის დანერგვაში ან არსებული კონტროლის გაძლერებაში. იგი ხელს უწყობს კორუფციის არსებობის რისკის შემცირებას, ამცნობს დაინტერესებულ პირებს, რომ ორგანიზაციამ გაატარა ანტიკორუფციული კონტროლის საერთაშორისოდ აღიარებული ზომები.


ISO 37001 სტანდარტის მოხმარება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ დიდ ან მცირე ორგანიზაციას, განეკუთვნება იგი საჯარო, კერძო თუ არაკომერციულ სექტორს. სტანდარტი მოქნილი ინსტრუმენტია, რომელიც შეიძლება მოერგოს ორგანიზაციას მისი სიდიდის და არსის გათვალისწინებით და განსაზღვროს, თუ როგორი სახის კორუფციის რისკის წინაშე დგას ორგანიზაცია.

რატომ ISO 37001 - კორუფციის საწინააღმდეგო მართვის სისტემა?
  • ISO 37001 სერთიფიცირება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შეინარჩუნდეს ორგანიზაციის მთლიანობა შემდეგი ღონისძიებების მეშვეობით:
  • ორგანიზაციის მზადყოფნა გარე კონტროლისთვის, კორუფციის საწინააღმდეგო პოლიტიკისა და პროცესების ეფექტურობისათვის გაზრდის მიზნით
  • ორგანიზაციის თანამშრომლობა დაინტერესებულ მხარეებთან მომარაგების ქსელის რისკების მართვის მონიტორინგის მიზნით
  • მომწოდებლების, ქვეკონტრაქტორების და აგენტების მიერ კორუფციის საწინააღმდეგო მოწინავე მეთოდების გამოყენების უზრუნველყოფა
  • ისეთი კანონმებლობების შესაბამისობის დემონსტრირება, როგორიცაა „მექრთამეობასთან დაკავშირებული რეგულაცია, 2010“

დაგვიკავშირდით