რისკების ეფექტური მართვა არსებითად მნიშვნელოვანია თითოეული კომპანიის გადარჩენისა და შენარჩუნებისათვის. ISO 31000 საერთაშორისო სტანდარტი გთავაზობთ ინსტრუქციებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაინერგოს, განვითარდეს და განუწყვეტლივ გაუმჯობესდეს რისკის მართვის პროცესი ორგანიზაციის ყველა საქმიანობაში.
ISO 31000 სტანდარტი მორგებულია ყველა ტიპის რისკზე, ნებისმიერ ვითარებაში, რაც კი დაკავშირებულია მთელ კომპანიასთან, ყველა დონეზე და ბიზნესის ყველა სფეროში.
სერტიფიცირებულ ორგანიზაციებს, უკვე როგორც სათანადო სერტიფიკატის მფლობელთ, ეძლევათ თვითპოპულარიზაციის შესაძლებლობა სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით, ამავდროულად მათ შეუძლიათ უსასყიდლოდ ისარგებლონ URS სერტიფიკატის ლოგოთი.