ISO 26000 სტანდარტის ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე URS აწარმოებს ორგანიზაციების მუშაობის შეფასებას კომპანიაში მოქმედ სოციალურ პოლიტიკასთან მიმართებაში. ISO 26000 სტანდარტთან შესაბამისობა გულისხმობს ორგანიზაციაში დანერგილი სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციის ვალიდურობას. სტანდარტი ამოწმებს ორგანიზაციაში მდგრადი განვითარების მისაღწევად გამოყენებულ მეთოდებს, რაც გულისხმობს ყველა მონაწილის ჩართულობას, სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის განსაზღვრასა და აღსრულებას და ყოველგვარ სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებულ მთელს შიდაორგანიზაციულ პროცესებს.
ორგანიზაციებს, რომლებსაც შეუძლიათ მოახდინონ სოციალური პასუხისმგებლობის პრაქტიკის დემონსტრირება ISO 26000 – ის პრინციპებისა და ინსტუქციების გამოყენებით, შესაძლოა კიდევ ერთი შეფასების კრიტერიუმის - „სოციალური ქმედების შეფასების“ მოთხოვნილება გაუჩნდეთ, რათა დაუმტკიცონ საკუთარ თავსაც და მომხარებელსაც რომ თანამშრომლებისადმი და პერსონალისადმი კეთილგანწყობილი და ყურადღებიანი დამოკიდებულება აქვთ.
ISO 26000 გამიზნულია ყველა ტიპის ორგანიზაციისათვის მიუხედავად მათი საქმიანობისა და სიდიდისა