სტანდარტი სასტუმროებისათვის აწესებს ხარისხის მოთხოვნებსა და ინსტრუქტაჟს პერსონალთან, მომსახურებასთან, ღონისძიებებთან, გასართობ აქტივობებთან, დაცულობასა და უსაფრთხოებასთან, ტექნიკურ უზრუნველყოფასთან, სისუფთავესთან, მომარაგების მართვასთან და მომხმარებლის კმაყოფილებასთან მიმართებით.
წინასწარი აუცილებელი მოთხოვნები ერთნაირად ეხება ყველა სასტუმროს, მიუხედავად მათი კატეგორიისა და იმისა მომსახურება ხორციელდება უშუალოდ შიდა პერსონალის თუ ქვეკონტრაქტორების მიერ.
სერთიფიკატის მფლობელ ორგანიზაციებს ეძლევათ თვითპოპულარიზაციის შესაძლებლობა სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით. ამასთანავე მათ შეუძლიათ უსასყიდლოდ ისარგებლონ URS სერთიფიკატის ლოგოთი.