შინაარსი
CE მარკირება, დიდი ალბათობით, საჭიროა, თუ ექსპორტზე გაგაქვთ 20 ჯგუფის დასახელების პროდუქტი ევროკავშირის 27 (EU) და 3 თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებში.
აღწერა
დანადგარი წარმოადგენს:
- დაკავშირებული ნაწილებისაგან ან კომპონენტებისაგან აწყობილ ერთობლიობას, რომელთაგან მინიმუმ ერთი მაინც მოძრაობს, შესაბამისი აქტუატორის, კონტროლისა, დენის წყაროს და ა.შ. საშუალებით, იგი აწყობილია კონკრეტული ოპერაციისათვის, სახელდობრ მასალის გადამუშავების, დამუშავების, გადაადგილების ან შეფუთვის პროცედურებისთვის.
- დანადგარების ერთობლიობას , რომელიც მოწყობილია, იმართება და ფუნქციონირებს ისე როგორც ერთი განუყოფელი მთლინობა იმისათვის, რომ შესრულდეს ერთიდაიგივე საბოლოო მიზანი.
- დამატებით დანადგარს, მაგრამ არა სათადარიგო ნაწილს ან ინსტრუმენტს, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მანქანა- დანადგარის ფუნქცია, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე იმ მიზნით, რომ დაუმაგრდეს სხვა მანქანა - დანადგარს, მათ შორის ტრაქტორს თვითონ მანქანა - დანადგარის ოპერატორის მიერ.
რატომ დანადგარი?
- CE ნიშანი პროდუქტზე წარმოადგენს მწარმოებლის განაცხადს იმის თაობაზე, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ევროპული კანონმდებლობის შესაბამის ძირეულ მოთხოვნებს.
-
CE ნიშნი პროდუქტზე მიუთითებს, რომ პროდუქტი შეიძლება ლეგალურად განთავსდეს ქვეყნის ბაზარზე.
-
პროდუქტზე CE მარკირება უზრუნველყოფს პროდუქტის თავისუფალ გადაადგილებას EFTA- ს და ევროკავშირის ბაზარის ფარგლებში (სულ 30 ქვეყანა).
-
საბაჟო და სააღსრულებო / სამეთვალყურეო ორგანოების მიერ ნებადართულია შეუსაბამო პროდუქციის გატანაც კი თუკი მას მინიჭებული აქვს CE ნიშანი.