CE მარკირება, დიდი ალბათობით, საჭიროა, თუ ექსპორტზე გაგაქვთ 20 ჯგუფის დასახელების პროდუქტი ევროკავშირის 27 (EU) და 3 თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებში.
"აქტიური სამედიცინო მოწყობილობა" ნიშნავს ნებისმიერ სამედიცინო მოწყობილობას, რომელიც მუშაობს ელექტროენერგიის ან ენერგიის სხვა წყაროზე, გარდა უშუალოდ ადამიანის სხეულის ან სიმძიმის ძალის მიერ წარმოქმნილი ენერგიისა.
"აქტიური იმპლანტირებადი სამედიცინო მოწყობილობა" ნიშნავს ნებისმიერ აქტიურ სამედიცინო მოწყობილობას, რომელიც მიზნად ისახავს მთლიანად ან ნაწილობრივ შევიდეს ქირურგიულად ან სამედიცინო გზით ადამიანის ორგანიზმში ან ბუნებრივად არსებულ ღრუში სამედიცინო ჩარევით და რომელიც პროცედურის დასრულების შემდეგ რჩება ორგანიზმში.