DakkS-ის სააკრედიტაციო ორგანოს ეგიდით ჩატარებული სერტიფიცირების ვადები

სერტიფიცირების ეს წესები არეგულირებენ სახელშეკრულებო ურთიერთობებს მომხმარებელსა და URS მასერტიფიცირებელ ორგანოს შორის, მიღებული შეთავაზებისა და დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულება განსაზღვრავს სერტიფიცირების საგანს, მასშტაბსა და ღირებულებას.

ეს წესები და პირობები მოქმედებს URS-ის იმ მასერტიფიცირებელ მომსახურებებზე, რომლებიც აკმაყოფილებს DakkS-ის სააკრედიტაციო ორგანოს მიერ შემუშავებულ საერთაშორისოდ აღიარებულ პირობებს.

ტერმინთა განმარტებები

სერტიფიცირება -  სასერტიფიკაციო პროცესი, რომლის მიზანია მომხმარებლის მიერ დანერგილი სტანდარტის საკონტროლო და შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა. როგორც წესი, სერტიფიცირება მოიცავს სამწლიან ციკლს.

აუდიტორი - პირი, რომელიც ახორციელებს სასერტიფიკაციო აუდიტს ადგილზე ვიზიტის შედეგად და წარადგენს წერილობით ანგარიშს.

სტანდარტი - მოთხოვნილი სტანდარტი, რომლის კრიტერიუმებიც მომხმარებელმა დანერგა თავის კომპანიაში.

აუდიტის ანგარიში - ანგარიში, რომელიც შედგენილია აუდიტორის მიერ, და რომელიც შეიცავს ადგილზე განხორციელეული ვიზიტის შედეგად მიღებულ დასკვნებს.

აკრედიტაცია - დადასტურება, რომ მასერტიფიცირებელი ორგანო ახორციელებს სერტიფიცირებას და გასცემს სერტიფიკატს მოთხოვნილი სტანდარტისთვის შესაფერისი მოთხოვნების სრული დაცვით.

საწყისი ეტაპი - სერტიფიცირების პროცესის დაწყების ეტაპი. იგი ითვლება სამწლიანი ციკლის დასაწყისად.

საკონტროლო აუდიტი - ყოველწლიური ვიზიტი ადგილზე, რომლის დროსაც აუდიტორი ახორციელებს მოთხოვნილი სტანდარტის ინსპექციას.

ხელახალი სერტიფიცირება - სამწლიანი ციკლის შემდგომი, ხელახალი სამწლიანი ციკლი.

URS-ის უფლებები და ვალდებულებები

URS-ი ვალდებულია, სათანადოდ, დროულად და მაქსიმალური პროფესიული მზრუნველობის გამოჩენით განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თითოეული მომსახურება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება უნდა შეესაბამებოდეს სამართლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

URS-ი ვალდებულია, დაუყონებლივ წერილობით აცნობოს მომხმარებელს იმ ფაქტებისა და გარემოებების შესახებ, რომლებიც აღმოჩენილ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებისას, და რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ მომსახურების მიწოდებაზე.

URS-მა მუდმივად უნდა აცნობოს მომხმარებელს თავისი საქმიანობის დროს აღმოჩენილი იმ ფაქტებისა და პროცედურების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ ხელშეკრულების საგნის წარმატებით განხორციელებაზე ან მომხმარებლის ინსტრუქციებზე. თუ URS-ის მიერ სერტიფიცირების უზრუნველყოფისას აღმოჩენილ იქნა ისეთი დაბრკოლებები, რომლებიც აფერხებენ შეთანხმებული მომსახურების სათანადო წესით რეალიზაციას, მან დაუყონებლივ უნდა აცნობოს მომხმარებელს ამ დაბრკოლებების შესახებ და უნდა შეუთანმხმდეს მათი თავიდან აცილების თაობაზე.

URS-ი თავის თავზე იღებს მომხმარებლის საქმიანობის სფეროსათვის შესაფერისი აუდიტორის შერჩევას. URS-ი იტოვებს უფლებას, ჩაანაცვლოს უკვე დანიშნული აუდიტორი/აუდიტორები სერტიფიცირების პროცესის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც, გაუთვალისწინებელი გარემოებებიდან გამომდინარე, უკვე დანიშნული აუდიტორი მიუწვდომელია.

უდიტორის მიერ საბოლოო აუდიტის ჩატარების შემდეგ URS-ი იტოვებს უფლებას, მოიწვიოს მისი შემცვლელი. სხვა აუდიტორის მოწვევის შემთხვევაში ამის შესახებ წინასწარ წერილობითი ფორმით (ელექტრონული ფოსტით) უნდა ეცნობოს მომხმარებელს.

URS-ს უფლება აქვს, დააწესოს მომსახურეობის საფასური, რომლის ოდენობასაც იგი ადგენს გაწეული მომსახურების ადმინისტრაციული ხარჯებიდან გამომდინარე. განმცხადებელი ვალდებულებას იღებს, გადაიხადოს GMP + საერთაშორისო რეგისტრაციის საფასური შესაბამისი წლისთვის მოქმედი პრეისკურანტის მიხედვით.

URS-ს უფლება აქვს, შეაფასოს მომხმარებელთა კმაყოფილება სატალეფონო ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე. გამოკითხვები უნდა ჩატარდეს ისეთი ფორმით, რომ კლიენტმა ზედმეტად შეწუხებულად არ იგრძნოს თავი.

მომხმარებელთა უფლებები და ვალდებულებები

ხელშეკრულების პირობების მატერიალური განხორციელებისათვის  დამკვეთი ვალდებულია, URS-ს მიაწოდოს დროული, სრული, სწორი და ზუსტი ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც, ინფორმაციის ბუნებიდან გამომდინარე, URS-ი თავისი საქმიანობით თვითონ უზრუნველყოფს ამ ვალდებულების შესრულებას.

დამკვეთი ვალდებულია, URS-ს შეუქმნას მუშაობის სათანადო პირობები და უზრუნველყოს ყველა საჭირო თანამშრომლობა ხელშეკრულების საგნის განხორციელების მიზნით.

დამკვეთი იღებს ვალდებულებას, დანიშნოს კონკრეტული პირი, რომელიც დაესწრება სერტიფიცირების პროცესს და იქნება პასუხისმგებელი დამკვეთის თანამშრომლობაზე URS-ის აუდიტორთან.

დამკვეთი ვალდებულია, URS-ს შეატყობინოს ყველა იმ ფაქტის შესახებ, რომლებმაც შესაძლოა შეაფერხონ სერტიფიცირების პროცესი. იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტებს არსებითი ცვლილებები შეაქვთ მართვის სისტემაში, დამკვეთმა URS-ს მათ შესახებ უნდა აცნობოს დაუყონებლივ და წერილობით; მაგ., ცვლილებები შეიძლება ეხებოდეს სამართლებრივი, კომერციული, იურიდიული პირის ან საკუთრების სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს, ძირითადი მმართველების შეცვლას, შენობისა და საკონტაქტო მისამართების შეცვლას, სერტიფიცირებული მართვის სისტემაში შემავალი საექსპლუატაციო საქმიანობების გაზრდას, მნიშვნელოვან ცვლილებებს მართვისა და ტექნოლოგიურ სისტემებში. სხვა ცვლილებების შესახებ, რომლებიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი, უნდა ეცნობოს URS-ის წარმომადგენლებს მომდევნო საინსპექციო ვიზიტის დროს.

URS-ის მოთხოვნის საფუძველზე დამკვეთი ვალდებულია, სამუშაო საათების განმავლობაში დაუშვას URS-ის წარმომადგენლები საწარმოს ტერიტორიაზე, სამუშაო ადგილებზე, ოფისებსა და ყველა იმ ადგილას, რომელიც სერტიფიცირებას ექვემდებარება, რათა მოხდეს მასალების, პროცედურების, პროცესების, ტესტირების მეთოდების, ჩანაწერებისა და სისტემების ინსპექტირება. დამკვეთი ასევე ვალდებულია, დაუშვას URS-ის წარმომადგენელები იმ მიზნით, რომ მოხდეს სერტიფიცირების შეჩერებისათვის საჭირო პროცედურის ჩატარების შემოწმება.

დამკვეთი ვალდებულია, დანიშნოს წარმომადგენელი მმართველობის მხრიდან, ერთი ან რამდენიმე უფლებამოსილი პირი, რომლებიც იმოქმედებენ მთავარი წარმომადგენლის (ან მისი შემცვლელის) არყოფნის დროს და პასუხისმგებელი იქნებიან ყველა იმ საკითხზე, რომლებიც  დაკავშირებულია სერტიფიცირების მოთხოვნებთან; მათ შესახებ ანგარიში უნდა წარედგინოს URS-ის წარმომადგენელს. დანიშნულ პირებს საჭიროების შემთხვევაში უნდა შეეძლოთ ხელის მოწერა URS-ის  წარმომადგენლების ვიზიტის დროს გაკეთებულ იმ განცხადებებზე, რომლებიც მიზნად ისახავენ ცვლილებებს პროცედურებში და რომლებიც ეხება ინფორმაციას სერტიფიცირების პირობების შესახებ. დანიშნული პირები ასევე ხელს აწერენ დამკვეთის მიერ გაკეთებულ საჩივრებს.

დამკვეთი ვალდებულია, პარალელურ აუდიტში მონაწილეობის მისაღებად დაუშვას სააკრედიტაციო ორგანოს ან GMP+INTERNATIONAL სტანდარტის მესაკუთრის წარმომადგენლები.

მართვის სისტემაში ან კომპანიის იურიდიული პირის სტატუსში ცვლილებების დროს დამკვეთი ვალდებულია, განაახლოს თავისი სისტემის დოკუმენტაცია და აცნობოს URS-ის ამ საკითხებზე პასუხისმგებელ პირს კომპანიის სისტემასა და სტრუქტურაში გაკეთებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ. ძირითადად ეს ეხება ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია სერტიფიცირების საგანთან, ან ცვლილებებს, რომლებიც მოითხოვენ ახალი წარმომადგენლის დანიშვნას უკვე სერტიფიცირებულ სფეროში. დამკვეთმა უნდა აცნობოს აუდიტორს ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელიც ეხება უკვე სერტიფიცირებულ მოქმედებებს და რომელიც შეტანილ იქნა ბოლო აუდიტის შემდეგ.

განხორციელების ადგილი

სერტიფიცირებისათვის საჭირო ფაქტების შეფასება და დადგენა უნდა მოხდეს URS-ის მიერ:

სასერტიფიკაციო და სამონიტორინგო აუდიტი

სააუდიტო გეგმით გათვალისწინებული სასერტიფიკაციო ან სამონიტორინგო აუდიტის განხორციელების მიზნით URS-ი დამკვეთთან აგზავნის წარმომადგენელს. წარმომადგენლის გაგზავნის შესახებ უნდა ეცნობოს დამკვეთს. სერტიფიცირებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შემოწმების მიზნით, URS-ის წარმომადგენლის ვიზიტები, როგორც წესი, ხორციელდება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. პირველი სამონიტორინგო აუდიტის შემთხვევაში ვიზიტი უნდა დაინიშნოს სერტიფიცირებიდან არაუგვიანეს 12 თვისა. URS-მა თავი უნდა შეიკავოს კლიენტთან დაკავშირებული ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებისაგან, გარდა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციისა.

თუ სერტიფიცირებული იურიდიული პირი განმეორებით ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნილ დებულებებს, URS-ს უფლება აქვს შეაჩეროს, გააუქმოს, შეამციროს სერტიფიკატის მოქმედება ან უარი თქვას მის გაცემაზე, განახლებასა და მოქმედების სფეროს გაზრდაზე. URS-ის მიერ მიღებული ზემოჩამოთვლილი გადაწყვეტილებები წერილობით უნდა ეცნობოს დამკვეთს. სერტიფიკატის შეჩერების ან გაუქმების მიზეზი შეიძლება გახდეს: წესებთან შეუსაბამობა იმ სფეროში, რომელშიც, სერტიფიცირებული სტანდარტის მასშტაბიდან გამომდინარე, დამკვეთმა აიღო ვალდებულება (ISO 14001, OHSAS, ISO 27001 და სხვა), სერტიფიცირების მოთხოვნების მუდმივი ან უხეში დარღვევა, მათ შორის, სერტიფიცირებული მართვის სისტემის ეფექტურობის შენარჩუნების მოთხოვნა, სამონიტორინგო აუდიტის ან ხელახალი სერტიფიცირების აუდიტის მოთხოვნილი სიხშირით ჩატარების შეფერხება ან მათი არჩატარება დამკვეთის მოთხოვნით. სერტიფიკატის შეჩერების გამომწვევი ან ვიზიტის/აუდიტის დროს მინიშნებული ხარვეზების შეთანხმებულ ვადებში (არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს) გამოუსწორებლობის და გადასახადის გადაუხდელობის  შემთხვევაში URS-ს შეუძლია გააუქმოს ან შეზღუდოს სერტიფიკატის მოქმედების სფერო.

თუ სერტიფიცირებულ იურიდიულ პირს ან სერტიფიკაციის დამკვეთს სურს, გაასაჩივროს URS-ის წარმომადგენლის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მას შეუძლია მიმართოს დამოუკიდებელ მასერტიფიცირებელ საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებიდან  21 დღეში. საჩივარი უნდა იქნეს წარდგენილი წერილობით. საჩივრის განმხილველი კომიტეტი იქმნება კანონის შესაბამისად და შეიკრიბება საჩივრის მიღებიდან 30 კალენდარულ დღეში, ხოლო მომჩივანი უნდა იყოს ინფორმირებული სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ მინიმუმ 7 კალენდარული დღით ადრე.

თუ აუდიტორები, შემფასებლები და კონტრაქტორები გადაწყვეტენ დამკვეთთან ვიზიტს მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად, დამკვეთი ვალდებულია, სამუშაოს დაწყებამდე უზრუნველყოს ისინი ინდივიდუალური დამცავი მოწყობილობებით და ჩაუტაროს სათანადო წვრთნა და ინსტრუქტაჟი.

URS-სი არ არის პასუხისმგებელი იმ დასკვნებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც დამკვეთის მიერ უნდა იქნეს გამოსწორებული. URS-ი ასევე არ არის პასუხისმგებელი ზემომოხსენებული გამოსასწორებელი ზომების დანერგვაზე. გადაწყვეტილებები, რომლებსაც კლიენტი იღებს მათ გამოსასწორებლად, შედის მხოლოდ კლიენტის კომპეტენციაში.

თუ URS-ს არ შეუძლია, შეამოწმოს დამკვეთის მიერ განხორციელებული შესწორებები ან გამოსასწორებელი ღონისძიებები მეორე სტადიის ბოლო დღიდან 6 თვის განმავლობაში, მასერტიფიცირებელმა ორგანომ სერტიფიკატის მინიჭებამდე ხელმეორედ უნდა ჩაატაროს მეორე ეტაპი.

კლიენტმა ნათლად უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ URS-ის მიერ შედგენილი ინვოისი მას უნდა გადაეგზავნოს წერილობით ან ელექტრონულად. ელექტრონულში იგულისხმება ელექტრონული ფოსტა, ფაქსი ან საჯარო მონაცემთა ქსელი. დამკვეთი ასევე იღებს ვალდებულებას, URS-ს მიაწოდოს საკონტაქტო ელექტრონული ფორმა, რომლზეც მას გადაეგზავნება ინვოისი.

აუდიტის ანგარიში და სერტიფიკატი     

დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სასერტიფიკაციო პროცესის დასრულების შემდეგ URS-მა უნდა მოამზადოს აუდიტის ანგარიში, რომელსაც იგი წარუდგენს დამკვეთს. აუდიტის ანგარიში დამკვეთს უნდა გადაეგზავნოს ელექტრონულად საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე.

ხელშეკრულების თანახმად, აუდიტის ანგარიშის წარდგენისა და დამკვეთის მიერ ინვოისის გადახდის შემდეგ URS-მა უნდა გასცეს სერტიფიკატი, რომელიც ძალაში იქნება გაცემის დღიდან მომდევნო სამი წლის განმავლობაში. დამკვეთის სახელი და ბიზნესის სახელწოდება სამი წლის განმავლობაში უნდა იყოს განთავსებული URS-ის ვებგვერდზე.

სასერტიფიკაციო მომსახურების ხანგრძლივობა და დასასრული

ხელშეკრულება სასერტიფიკაციო მომსახურების გაწევის შესახებ იდება სამი წლით და ვადის ათვლა იწყება ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან. ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ხდება ავტომატურად მომდევნო სამი წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულების რომელიმე მხარე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს უარს მისი გაგრძელების შესახებ. ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმა შესაძლებელია მისი ვადის გასვლიდან 120 დღის განმავლობაში.

ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს წერილობითი.

URS-სა და დამკვეთს უფლება აქვთ, უარი განაცხადონ ხელშეკრულების შესრულებაზე, თუ რომელიმე მათგანი ზიანს აყენებს ხელშეკრულების საფუძველს. ასეთ შემთხვევაში მხარეს შეუძლია, დაუყონებლივ შეწყვიტოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე ზიანის მიყენება ნიშნავს, რომ მხარე ჯერ კიდევ ხელშეკრულების დადებამდე არღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და გააზრებული აქვს ის ფაქტი, რომ, მეორე მხარემ რომ იცოდეს ამის შესახებ, მაშინ ხელშეკრულებას არ დადებდა. სხვა შემთხვევაში იგი არ ჩაითვლება ფუნდამენტურ დარღვევად. ეს გარემოება გავლენას არ ახდენს მომსახურების საფასურის გადახდაზე და ხელშეკრულების შეუსრულებლობისას დაკისრებულ ჯარიმაზე.

ხელშეკრულებიდან გასვლა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ძალა არ გააჩნია. ხელშეკრულებიდან გასვლა ძალაშია იმ თარიღიდან, როდესაც იგი ეგზავნება მეორე მხარეს. ხელშეკრულებიდან გასვლა აუქმებს მისი დასაწყისიდან არსებულ ვალდებულებებს.

დებულებები კონფიდენციალურობის შესახებ

დამკვეთის მიერ მიწოდებული ინფორმაცია განხილულ უნდა იქნეს როგორც მკაცრად კონფიდენციალური. დაუშვებელია მისი გამჟღავნება დამკვეთის თანხმობის გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს მასერტიფიცირებელი ორგანო, აკრედიტაციის ორგანო და GMP+ INTERNATIONAL სტანდარტის მფლობელი.

კონფიდენციალურობის ქვეშ არ ექცევა ინფორმაცია, რომელიც მანამდე წარმოადგენდა მისი გამმჟღავნებელი მხარის კუთვნილებას, არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, მოპოვებულ იქნა ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეებისაგან დამოუკიდებლად ან მოპოვებულ იქნა მესამე მხარის მიერ ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

ზემოაღნიშნული დებულებებისაგან დამოუკიდებლად, ინფორმაცია არ ითვლება კონფიდენციალურად თუ:

 

URS-ი თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას სერტიფიცირებული დამკვეთების თაობაზე და ეს ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.

როდესაც URS-მა სახელშეკრულებო შეთანხმების (აკრედიტაციის ორგანოსთან) ან კანონის საფუძველზე უნდა გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამკვეთმა URS-ს უნდა მიაწოდოს ეს ინფორმაცია.

სერტიფიცირების ლოგო, სერტიფიკატის და სერტიფიცირების ლოგოს საჯარო გამოყენება მისი მფლობელის/დამკვეთის მიერ

დამკვეთს უფლება აქვს, აცნობოს საზოგადოებას, რომ პროდუქტმა, პროცესმა, მომსახურებამ და კომპანიამ გაიარა URS-ის აუდიტი/შეფასება. მათ ასევე აქვთ უფლება, გამოიყენონ „შესაბამისობის“ ლოგო იმ სარეკლამო მასალებზე, რომლებზეც მოქმედებს სერტიფიკატი.

დამკვეთმა უნდა უზრუნველყოს, რომ სარეკლამო მასალებში მოცემული ინფორმაცია იყოს მკაფიო და ნათელი იმის შესახებ, თუ რომელმა პროდუქტმა, პროცესმა, მომსახურებამ გაიარა სერტიფიცირება და რომელმა არა.

დამკვეთმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი განცხადებების გაკეთებისაგან, რომელთა საფუძველზეც საზოგადოება შესაძლოა შეცდომაში შევიდეს და დაიჯეროს, რომ პროდუქტი, პროცესი, მომსახურება და კომპანია არის სერტიფიცირებული მაშინ, როდესაც ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.

კომპანიებმა, რომლებმაც გაიარეს სერტიფიცირება GMP+INTERNATIONAL-ის შესაბამისად, უფლება აქვთ, გამოიყენონ GMP+INTERNATIONAL-ის ლოგო: მასერტიფიცირებილი ორგანოს ლოგო GMP+INTERNATIONAL. ამასთანავე, ეს კომპანიები ვალდებული არიან, დაიცვან GMP+INTERNATIONAL-ის მიერ დაწესებული პირობები.

პირველი აუდიტისა და სერტიფიკატის მინიჭების დროს დამკვეთს დეტალურად უნდა აეხსნას ლოგოს კორექტულად გამოყენების წესები და პარამეტრები.

სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ დამკვეთმა უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ლოგოს გამოყენება და ასევე იმ სარეკლამო მასალების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ლოგოს ან იწვევენ მასთან ასოციაციას ნებისმიერი სახით. ყველა ნებისმიერი მასალა და დოკუმენტი, რომელიც არის დამკვეთის მფლობელობაში და აუცილებელია სერტიფიკატის გამოსაცემად, განადგურებულ უნდა იქნეს დამოუკიდებელი მასერტიფიცირებელი საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში.

URS-ი უფლებამოსილია, მიიღოს შესაბამისი ზომები ლოგოს მართებულად გამოყენების თაობაზე. ისეთი შემთხვევები, რომელთა დროსაც ბმული არასწორად არის მითითებული სერტიფიკატზე ან სერტიფიკატი არასწორად გამოიყენება სარეკლამო მიზნებისთვის ბროშურებში და ა.შ., სათანადო ფორმით უნდა იქნეს განხილული, მათ შორის, სამართლებრივი, შეცდომის გამოსწორებისა და შეცდომის გამოქვეყნების გზებით. დამკვეთებს შეუძლიათ, აცნობონ URS-ს URS-ის ლოგოს, სააკრედიტაციო და GMP+INTERNATIONAL-ის სიმბოლოების უმართებულო გამოყენების შესახებ. დამკვეთების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურ ინფორმაციად.

ადრეული გაფრთხილების სისტემა GMP+-ის სერტიფიცირებისათვის

საზიანო ნივთიერებისათვის გათვალისწინებული დონის დაუცველობის შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია, შემთხვევის შესახებ შეადგინოს ანგარიში და გადაუგზავნოს ეს EWS ანგარიში მასერტიფიცირებელ ორგანოს, შესაბამის მმართველ ორგანოებსა და GMP+INTERNATIONAL-ის კონტამინაციის დადასტურებიდან 12 საათის განმავლობაში.

თუ დამკვეთს სურს URS-ის მიერ მიწოდებული მომსახურების გასაჩივრება, მას შეუძლია საჩივარი წარადგინოს ელექტრონულად, წერილობით ან ტელეფონით. საკონტაქტო მისამართის პოვნა შეიძლება URS-ის ვებგვერდზე: www.urs.holdings. ყველა საჩივარი სათანადოდ უნდა იქნეს დარეგისტრირებული და გამოძიებული. მომჩივანს შესაბამისი დროის ფარგლებში უნდა ეცნობოს შეცდომის გამოსასწორებლად მიღებული ყველა ზომის შესახებ.

სხვა მიზეზებთან ერთად ცნობა სასერტიფიკაციო მოთხოვნების შეუსრულებლობის შესახებ გაიცემა შემდეგი მიზეზების არსებობისას:

დამკვეთებს უნდა შეეძლოთ URS-ის ნებისმიერი გადაწყვეტილების გასაჩივრება.

URS ის პასუხისმგებელი მმართველის სახელზე დაწერილი საჩივარი უნდა წარედგინოს კომპანიას სასერტიფიკაციო მოთხოვნების ვერდაკმაყოფილების შესახებ ცნობის მიღებიდან 14 დღის ვადაში.

ყველა საჩივარი გადაეცემა დამოუკიდებელი კომიტეტის საბჭოს (ICB/ the Independent Committee Board). პასუხისმგებელმა მმართველმა  ICB-ს უნდა წარუდგინოს მტკიცებულება, რის საფუძველზეც გაცემულ იქნა ცნობა სასერტიფიკაციო მოთხოვნების ვერდაკმაყოფილების შესახებ.

დამკვეთს, თუ ის მიიჩნევს, რომ კომიტეტის საბჭოს რომელიმე წევრი არის მიკერძოებული, შეუძლია მოითხოვოს ამ წევრის აცილება მისი სარჩელის განხილვისას. მომჩივან მხარეს შეუძლია, თვითონვე წარადგინოს სარჩელი დამოუკიდებელი კომიტეტის საბჭოს სხდომაზე.

ICB-ის კომიტეტის გადაწყვეტილება საბოლოო და სავალდებულოა ორივე მხარისათვის. GMP+-ის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს საჩივრის მიღებიდან 4 თვის ვადაში.

დამკვეთის მიერ შეტანილ სარჩელზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება სერტიფიკატის მინიჭება ან ძალადაკარგული სერტიფიკატის აღდგენა. ხარჯების ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ICB.

ზოგადი დებულებები

სახელშეკრულებო ურთიერთობები ხელშემკვრელ მხარეებს შორის ძალაში შედის ორივე მხარის მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მომენტიდან. URS-ი და დამკვეთი მხარე ხდებიან ერთმანეთთან დაკავშირებული თავიანთი სურვილის გამოხატვის საფუძველზე. დამკვეთმა ხელმოწერილი ხელშეკრულება ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა გაუგზავნოს URS-ს.

URS-ი და დამკვეთი მხარე ნათლად აცხადებენ, რომ ისინი გაეცვნენ ხელშეკრულების დებულებებს, და რომ მასში შემავალი ყველა დებულება შეესაბამება მათ გულწრფელ და თავისუფალ ნებას, და რომ ხელშეკრულება არ იყო დადებული ზეწოლის ქვეშ, გამოუცდელობით, ინტელექტუალური სისუსტით, შფოთვით ან დაუდევრობით, ან იძულებით და აშკარად წამგებიანი პირობებით.

URS-სი უზრუნველყოფს თავის მომსახურებას საერთაშორისო ბაზარზე და ჰყავს უფლებამოსილი რეგიონალური წარმომადგენლები.

 URS-ის რეგიონალური წარმომადგენელი შეიძლება იყოს იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც შუამდგომლობს URS-ის ადგილობრივს ოფისსა და დამკვეთს შორის, ხელს უწყობს სასერტიფიკაციო აუდიტის ჩატარებას და URS-ისათვის აგროვებს გასამრჯელოებს თავისი სახელით.

სააკრედიტაციო პირობების შესაბამისად, URS GmbH პასუხისმგებელია დამკვეთის სერტიფიცირებაზე და სასერტიფიკაციო აუდიტის გადაწყვეტილებაზე. URS GmbH-მ არ უნდა გადასცეს თავისი უფლებამოსილება მესამე პირს.

URS-ის ფარგლებში ეს დებულებები და პირობები ვრცელდება ყველა თანამშრომელზე, რომელიც მონაწილეობას იღებს სერტიფიკაციის პროცესში, რეგიონალური წარმომადგენლების ჩათვლით.

სამართლებრივი დავები განიხილება ევროკავშირის სამართლის შესაბამისად.

 

Please select ...

Certification of Systems
www.urs-certification.co.uk

Certification of Persons
www.urs-persons.co.uk

Certification of Products
www.urs-products.com

Inspection and Revision
www.urs-inspection.co.uk

Insurance
www.urs-insurance.co.uk

×
საიტი იყენებს ქუქი ფაილებს. ქუქი ფაილების სიის ნახვა და მათი წაშლა შესაძლებელია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან. ვეთანხმები, შეტყობინების დახურვა.