სქემის წესები და რეგულაციები

სქემის წესები, რეგულაციები, პრეტენზიები და საჩივრები

United Registrar of Systems (Holdings) Ltd.-ის მიერ  (შემდგომში URS) სერტიფიცირების განხორციელების წესები და მის მიერ მოწოდებული სხვა მომსახურებების რეგლამენტი მოცემულია ქვემოთ.

1.    რეგლამენტი აწესრიგებს URS Holdings-ის ნებისმიერი წევრი კომპანიის მიერ სერტიფიცირების განხორციელების პროცესს. წინამდებარე რეგლამენტის მიზნებისთვის "URS Holdings"-ში იგულისხმება ნებისმიერი ბრენდი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც ჰოლდინგში შემავალი კომპანია და ყველა ასოცირებული და კავშირში მყოფი კომპანიები, როგორებიცაა URS Regulation, URS Systems, URS People, URS Product, URS Monitoring (Inspection), URS Intermediary (Insurance).

„ლოგოს“-ში იგულისხმება URS Holdings-ის მიერ დამტკიცებული ლოგო.

„საჩივრების კომიტეტი“ ნიშნავს URS Holdings-ის მიერ საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილ დამოუკიდებელი მასერტიფიცირებელი საბჭოს კომიტეტს. კომიტეტი იკრიბება საჩივრების განხილვის მიზნით და შედგება თავმჯდომარისა და დამოუკიდებელი მასერტიფიცირებელი საბჭოს სულ მცირე ორი წევრისაგან. კომიტეტის არცერთ წევრს არ უნდა გააჩნდეს პირდაპირი ინტერესი საჩივრის საგნის მიმართ.

„განმცხადებელი“ არის სერტიფიცირების დამკვეთი ფიზიკური პირი, კორპორატიული ან არაკორპორატიული წარმონაქმნი, რომელმაც სერტიფიცირების მოთხოვნით მიმართა URS-ს და ჯერ კიდევ ვერ მიიღო სერტიფიცირების, ინსპექციის ან სხვა მომსახურების შესაბამისი სერტიფიკატი.

„მართველობის საბჭო/გამგეობა“ არის URS Holdings-ის მმართველი ორგანო.

„სტანდარტი ან სქემა“ ნიშნავს კლიენტის მიერ სერტიფიცირებისათვის მოთხოვნილ სტანდარტს (მაგ., ISO 27001) ან URS Holdings-ის მიერ განხორციელებულ საინსპექციო და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს.

„სერტიფიკატი“ არის მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ ორგანიზაციაში არსებული მართვის სისტემა, განხორციელებული ინსპექცია, ჩატარებული სწავლება ან სხვა მომსახურება, რომელიც ითვალისწინებს სერტიფიკატის გაცემას URS Holdings-ის წევრი კომპანიის მიერ შეფასებული ორგანიზაციისათვის წინამდებარე რეგლამენტის დაცვით.

„სქემის მენეჯერი/Schemes Manager“ არის პიროვნება, რომელიც საბჭოს დირექტორების თანხმობით ინიშნება მოცემული დროში პასუხიმგებელ პირად იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ვრცელდება საბჭოს პასუხიმგებლობა. სქემისა და შეთავაზებული მომსახურების შესაბამისად; ერთ ტერიტორიაზე შეიძლება დაინიშნოს რამდენიმე სქემის მენეჯერი.

„რეგისტრირებული ორგანიზაცია“ ნიშნავს ფიზიკური პირს, კორპორატიულ ან არაკორპორატიულ წარმონაქმნს, რომლესაც URS Holdings-ის წევრი კომპანიისაგან გადაეცა სერტიფიკატი.

„დოკუმენტების მართვის სისტემა“ არის დოკუმენტების, აღწერილობებისა და ოქმების კომპლექტი, საექსპლუატაციო პროცედურების, სამუშაოების ან სხვა ინსტრუქციები, რომელთა მიზანია ორგანიზაციული სისტემის დანერგვა, რომელიც ადგენს სპეციფიკურ პრაქტიკას, რესურსსა და საქმიანობას იმ მიზნით, რომ ორგანიზაციამ უზრუნველყოს კონკრეტულ სტანდარტთან შესაბამისობა.

„სახელმძღვანელო მითითებები, აუდიტორის შენიშვნები“ ნიშნავს URS Holdings-ის წევრის მონაწილეობით ან მისი მონაწილეობის გარეშე შემუშავებულ დოკომენტს, რომელიც დეტალურად გადმოსცემს სტანდარტის/სქემის მოთხოვნებს კონკრეტულ სამრეწველო სექტორთან მიმართებაში.

2.    URS Holdings-ს სერტიფიკატის მინიჭების საკითხში აქვს საბოლოო გადაწყვეტილების უფლებამოსილება და მოქმედებს სქემის მენეჯერის მეშვეობით. წინამდებარე რეგლამენტის შესაბამისად, სქემის მენეჯერი შეფასების განხორციელების მიზნით და აღმასრულებელი საბჭოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების/დავალებების მიხედვით, დროდადრო ახდენს თავისი ფუნქციების დელეგირებას ან ნიშნავს/ათავისუფლებს  პიროვნებებს სხვადასხვა ფუნქციისაგან.

 

3.    განმცხადებელს, რომელიც აკმაყოფილებს სქემის მენეჯერის მოთხოვნებს წინამდებარე რეგლამენტთან შესაბამისობის თვალსაზრისით, კეთილსინდისიერად ახორციელებს თავის საქმიანობას და კისრულობს იმ ვალდებულებებს, რომელთა განხორციელებასაც შეძლებს მოთხოვნის შემთხვევაში, ამ რეგლამენტის დებულებების  შესაბამისად, შეიძლება მიენიჭოს სერტიფიკატი, რომელიც ამავდროულად რჩება URS Holdings-ის წევრი კომპანიის საკუთრება. თავდაპირველ სერტიფიკატს, როგორც წესი, აქვს ძალაში შესვლისა და ვადის გასვლის თარიღები (მართვის სისტემის სერტიფიკატის მოქმედების ხანგრძლივობა, როგორც წესი, 36 თვეს უდრის). იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციას არ სურს სერტიფიკატის განახლება, მან სერტიფიკატის ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე წერილობით უნდა აცნობოს სქემის მენეჯერს. ორგანიზაციის უფლება, გამოიყენოს სერტიფიკატი, არ ექვემდებარება ტრანსფერს სქემის მენეჯერის წერილობითი თანხმობის გარეშე.

4.    სერტიფიცირებული ორგანიზაცია ვალდებულია:

(i)                 მუდმივად დაიცვას წინამდებარე რეგლამენტის მოთხოვნები.

(ii)               ლოგოს გამოყენებისას დაიცვას სავაჭრო ნიშნებისა და ლოგოების გამოყენების შესახებ დებულებები. ისინი განმარტებულია URS Holdings-ის ვებსაიტზე და შეესაბამება იმ მომსახურებასა და პროდუქტს,  რომლებიც წარმოადგენენ სერტიფიცირების საგანს. ამასთანავე, სერტიფიცირებულმა ორგანიზაციამ ლოგოს გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს ის ბმული/მისამართი, რომელიც მითითებულია სერტიფიკატზე (დანართის არსებობის შემთხვევაში სავალდებულოა მისი გათვალისწინებაც).

(iii)             შესაბამისი სტანდარტის მიხედვით მოახდინოს სისტემის შენარჩუნება და დოკუმენტირება (საჭიროების შემთხვევაში). სქემის მენეჯერს მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მთლიანი დოკუმენტირებული სისტემის ან მისი ნაწილის ასლი URS Holdings-ის შესაბამისი წევრი კომპანიისათვის წარსადგენად ან სხვადასხვა მიზნისათვის.

(iv)             შეატყობინოს URS Holdings-ის შესაბამის წევრ კომპანიას იმ საკითხების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოადინონ მის სერტიფიცირებაზე, მის შესაძლებლობაზე დააკმაყოფილოს კონკრეტული სტანდარტის მოთხოვნები ან წინამდებარე სერტიფიცირების წესები. თუ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, შეტყობინება უნდა განხორციელდეს დროულად და წერილობით (მაგ., ცვლილებები, რომლებიც შეეხება სამართლებრივ, კომერციულ, ორგანიზაციულ სტატუსს ან მესაკუთრეობას, ძირითადი მმართველების შეცვლას, საკონტაქტო მისამართის ან საწარმოს მისამართის შეცვლას, სერტიფიცირებულ სფეროს / მმართველობის რეგისტრირებულ სისტემას). როდესაც ცვლილებები მცირეა, მათ შესახებ URS Holdings-ის წარმომადგენელს უნდა ეცნობოს მომდევნო დაგეგმილი შეფასებითი/საზედამხედველო ვიზიტის დროს.

(v)               შეწყვიტოს ნებისმიერი ლოგოს გამოყენება, რომელიც მიუღებელია წინამდებარე რეგლამენტიდან გამომდინარე.

(vi)             სამუშაო საათების განმავლობაში მისცეს Holdings-ის შესაბამის წარმომადგენლებს უფლება, შევიდნენ შენობებსა და ქარხნებში, რომლებიც ექვემდებარებიან სერტიფიცირებას, რათა განახორციელონ მასალების, პროცესების, პროცედურების, მეთოდების გამოყენების, ჩანაწერებისა და სისტემების შემოწმება ან დაადგინონ (საჭიროების მიხედვით), რომ სერტიფიკატის მოქმედების შეწყვეტის პროცედურა ჩატარდა რეგმალენტის მიხედვით.

(vii)           სქემის მენეჯერთან შეთანხმებით, დანიშნოს მმართველობის წარმომადგენელი და ერთი ან ორი თანაშემწე, რომლებიც მთავარი წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში უფლებამოსილი იქნებიან, იმოქმედონ მის ნაცვლად. მმართველობის წარმომადგენელი პასუხისმგებელი იქნება სერტიფიკატთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. URS Holdings-ის წარმომადგენლის ყოველი ვიზიტის დროს, მოთხოვნის შემთხვევაში, მმართველობის წარმომადგენელი ხელს მოაწერს განცხადებას. იგი ვალდებულია, URS Holdings-ის შესაბამის წარმომადგენელს მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი ცვლილების შესახებ იმ პროცედურებში ან პირობებში, რომლის ფარგლებშიც  განხორციელდა სერტიფიცირება, მათ შორის, მომხმარებელთა საჩივრების თაობაზე.

(viii)         სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლისთანავე შეწყვიტოს შესაბამისი ლოგოსა და იმ სარეკლამო მასალების გამოყენება, რომლებიც შეიცავს ზემოხსენებულ ლოგოს ან მიუთითებს მასზე. დამოუკიდებელი მასერტიფიცირებელი საბჭოს გადაწყვეტილების შემთხვევაში ასევე უნდა წაიშალოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ყველა მასალა და დოკუმენტი, რომლებიც შეიცავს მითითებას სერტიფიკატის არსებობის შესახებ.

(ix)             აცნობოს URS Holdings-ის შესაბამის წარმომადგენელს URS Holdings-ის მიერ აღიარებული ან სერტიფიცირებული იმ პროდუქტის ან მომსახურების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასამართლო დავის საგანს მისი გაუმართაობიდან გამომდინარე. URS Holdings-ი უფლებამოსილია კლიენტთან თანამშრომლობის გზით ჩაატაროს მოკვლევა და განახორციელოს ადგილზე სპეციალური ვიზიტი. URS Holdings-ი ასევე უფლებამოსილია კლიენტს დაუწესოს დამატებითი გადასახადი სპეციალურ ვიზიტთან და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გამოსასწორებელ ღონისძიებებთან მიმართებაში.

(x)               სერტიფიცირებული კლიენტი ვალდებულია, ხელი შეუწყოს URS Holdings-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის რეგულარულ საზედამხედველო ვიზიტს (სულ მცირე წელიწადში ერთხელ). წარმომადგენლის ვიზიტის ნებისმიერი მიზეზით შეფერხების შემთხვევაში მოხდება კლიენტის სერტიფიკატის შეჩერება, რაც ძალაში დარჩება მომდევნო ვიზიტამდე. თუ ვერ მოხერხდება ვიზიტის დროულად ორგანიზება, მაშინ URS Holdings-ი უფლებამოსილია გააუქმოს სერტიფიკატი.

გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ სხვადასხვა სქემისათვის/სტანდარტისათვის მოქმედებს დროის სხვადასხვა ჩარჩო მათ შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებით.

თუ გაქვთ ეჭვი სქემის/სტანდარტის გაუქმების ან შეჩერების ვადებთან დაკავშირებით, მიმართეთ URS-ს ადგილობრივ ოფისს.

URS-ის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ჩაითვალოს საბოლოოდ და უნდა იქნეს დოკუმენტირებული.

5.    URS Holdings-ის წევრი კომპანია უფლებამოსილია გარკვეულ დროსა და ეტაპზე დააწესოს გადასახადები სქემის მართვასთან დაკავშირებული ხარჯებიდან გამომდინარე და ორგანიზაცია ვალდებულია გადაიხადოს:

(i)                 ფიქსირებული ყოველწლიური გადასახადი ან სხვა შეთანხმებული გადასახადი (რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოიცავს ზედამხედველობის ხარჯებსაც), რომელიც გამომდინარეობს წერილობითი შეთანხმებიდან. გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

(ii)               შეფასებასთან, ზედამხედველობასთან, სერტიფიკატის ხელახალ გამოცემასთან, დადასტურებასა და მართვასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები. დამატებით ხარჯებს მათი მართებულობის და ზომიერების დადასტურების მიზნით განსაზღვრავს საბჭო.

(iii)             სერტიფიკატის მოქმედების დასრულებასთან დაკავშირებული საბოლოო შეფასების ხარჯები, იმ შემთხვევაშიც, თუ ამ შეფასების განხორციელება მოხდა სასერტიფიკაციო საბჭოს მოთხოვნით.

(iv)             () ნებისმიერი დამატებითი ხარჯი, რომლის გაღებაც მოუწია URS Holdings-ის წარმომადგენელს სერტიფიცირებული ორგანიზაციის წინამდებარე წესებთან შეუსაბამობის გამო.

(v)               () რადგანაც ჰოლდინგის მიზანია კონკურენტული გადასახადების დაწესება, იმ კლიენტს, რომელიც გააუქმებს წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს შესაბამისი შეტყობინების გარეშე (შეტყობინება არანაკლებ 5 დღით ადრე), შესალოა დაეკისროს დამატებითი „რეალური“ გადასახდი, რადგან ვიზიტის ასეთი გაუქმება იწვევს დამატებით ხარჯებს ჰოლდინგის მხრიდან (სასტუმროს ჯავშანი, გზის საფასური და ა.შ). ვითარება უფრო მწვავდება და წარმოიშობა გაცილებით მეტი ხარჯი, როდესაც გაუქმებულ ვიზიტში ქვეკონტრაქტორი აუდიტორებიც არიან ჩართული. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, კლიენტებმა პატივი უნდა სცენ კომპანიის პოლიტიკას და ვიზიტის გაუქმების განზრახვის არსებობისას წერილობით, ზომიერ ვადაში უნდა შეატყობინონ ადგილობრივ ოფისს.

(vi)             მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც შეესაბამება და კავშირშია სასერტიფიკაციო საქმიანობასთან.

(vii)           ყველა გადასახადის გადახდა ხდება იმ მოქმედების წინმსწრებად, რომელთანაცაა იგი დაკავშირებული; მაგ., განცხადების გადასახდელის გადახდა უნდა მოხდეს მის განხილვამდე, შეფასების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს შეფასების ჩატარებამდე, წლიური ზედამხედველობის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ზედამხედველობის განხორციელებამდე. წინასწარი გადახდა არ ეხება იმ საქმიანობებს, რომლებიც მოითხოვს მუდმივი გადახდის მეთოდს, მაგ., მუდმივი შეკვეთა, რომელიც დამტკიცებულ იქნა URS Holdings-ის შესაბამისი წევრი კომპანიის მიერ. გადაუხდელობამ შეიძლება გამოიწვიოს მომსახურების (მაგ., ზედამხედველობის განხორციელების) გადავადება ან ხელახალი სერტიფიცირების საფრთხეში ჩაგდება. URS Holdings-ი კომპანიას გაუგზავნის შეხსენებებს გადახდის აუცილებლობის თაობაზე მანამ, სანამ გადაუხდელობა ხელს არ შეუშლის ზედამხედველობის ჩატარებას ან ხელახალ სერტიფიცირებას. საბოლოოდ კი, გადაუხდელობა გამოიწვევს სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებას ან მის გაუქმებას.

6.    URS Holdings-ის წევრი კომპანია ვალდებულია:

(i)                 წინასწარ შეთანხმებული საზედამხედველო პროგრამის ფარგლებში ვიზიტით მიავლინოს წარმომადგენელი რეგისტრირებულ ორგანიზაციაში (ან დანიშნოს შემფასებელი დოკუმენტებისა და ჩანაწერების შეფასებისთვის URS Holdings-ის შესაბამის ოფისში), რის შესახებაც ეცნობება კლიენტს (როგორც წესი, ამგვარი ვიზიტები ხორციელდება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ). ვიზიტის მიზანს წარმოადგენს, შეამოწმოს, თუ როგორ ხორციელდება სერტიფიცირებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. შენიშვნა: პირველი საზედამხედველო აუდიტის შემთხვევაში ვიზიტი უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 12 თვისა მეორე სტადიის აუდიტის (OA1) ჩატარების თარიღიდან.

(ii)               აცნობოს რეგისტრირებულ ორგანიზაციას სახელმძღვანელო წესებში და სტანდარტის/სერტიფიცირების მარეგულირებელ წესებში ცვლილებების შეტანის შესახებ და მისცეს მას საშუალება, მოაწესრიგოს შესაბამისი პროცედურები, რათა ისინი თანხვედრაში მოვიდნენ შეცვლილ წესებთან.

(iii)             არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც დარეგისტრირებულ კომპანიის ეხება და ატარებს კონფიდენციალურ ხასიათს. დასაშვებია მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გამჟღავნება და გავრცელება.

(iv)             აცნობოს რეგისტრირებულ კომპანიას კლიენტთა საჩივრების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია რეგისტრირებული კომპანიის პროდუქტის, მომსახურებისა და პროცესის ხარისხთან შესაბამისობასთან.

7.    თუ რეგისტრირებულ კომპანიას დროებით არ შეუძლია სერტიფიცირების ნორმების დაკმაყოფილება, URS Holdings-ი უფლებამოსილია მოსთხოვოს კომპანიას, დაუყონებლივ შეწყვიტოს თავისი ლოგოს გამოყენება და ასევე წაშალოს ყველა მინიშნება, რომელიც დაკავშირებულია სერტიფიცირებასთან. ეს ზომები ძალაშია მანამ, სანამ კომპანია არ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს ან სანამ არ მოგვარდება საჩივარი 12-ე რეგულაციის მიხედვით.

8.    როდესაც ISO/TS 16949 სტანდარტის ქვეშ დარეგისტრირებული კომპანია აღარ ამარაგებს ISO/TS 16949-ის მომთხოვნ კომპანიას, სქემის მენეჯერმა 20 სამუშაო დღის განმავლობაში კომპანიას უნდა აცნობოს, რომ მისი რეგისტრაცია გაუქმდება (ეს არ ეხება ISO 9000-ს). ამასთანვე, კომპანიებმა, რომლებიც დარეგისტრირებული არიან ISO 14001 ქვეშ, უნდა აცნობონ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს (მათ შორის URS Holdings-ის წევრ კომპანიებს) ნებისმიერი დარღვევბის არსებობის თაობაზე, რომელიც კავშირშია სერტიფიცირების სისტემასთან. ამასთანავე, კომპანიებმა, რომლებთანაც ჩატარდა აუდიტი და დარეგისტრირდნენ როგორც ჯანსაღი და უსაფრთხო, უნდა აცნობონ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს (მათ შორის, URS Holdings-ის წევრ კომპანიებს) ნებისმიერი დარღვევის არსებობის თაობაზე, რომელიც კავშირშია სერტიფიცირების სისტემასთან.

9.    იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებული ორგანიზაცია არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს, URS Holdings-ის წევრს უფლება აქვს, წინამდებარე დებულებების 12-ე პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად: (i) შეაჩეროს ან გააუქმოს მოწმობა ან შეამციროს მისი მოქმედების ფარგლები, (ii) უარი თქვას გასცეს/განაახლოს სერტიფიკატი ან გაზარდოს მისი მოქმედების არეალი. ამგვარი გადაწყვეტილებები და მათი საფუძვლები დაინტერესებულ ორგანიზაციას უნდა ეცნობოს წერილობით. სერტიფიკატის შეჩერებისა და გაუქმების მიზეზი შეიძლება იყოს წინამდებარე რეგულაციებთან შეუსაბამობა, სერტიფიცირების მოთხოვნების შესრულების სერიოზული და მუდმივი შეუსრულებლობა, მათ შორის, სერტიფიცირებული მართვის სისტემის ეფექტურობის შენარჩუნების მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა, სასერტიფიკაციო და საზედამხედველო აუდიტის საჭირო სიხშირით ჩატარების შეფერხება და ასევე კლიენტის მოთხოვნა. სერტიფიცირების შეჩერების გამომწვევი ხარვეზების არგამოსწორება ან აუდიტის/საჩივრების/ვიზიტის მეშვეობით აღმოჩენილი პრობლემების დროული (არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს) არმოგვარება, გადასახადის არგადახდა შეიძლება გახდეს სერტიფიკატის გაუქმების ან მისი მოქმედების არეალის შემცირების მიზეზი.

10.              URS Holdings-მა შეიძლება, თავისი შეხედულებისამებრ და 12-ე რეგულაციის შესაბამისად, გააუქმოს ან უარი თქვას სერტიფიკატის განახლებაზე, თუ რეგისტრირებული ორგანიზაცია ხდება საბანკროტო კანონის სუბიქტი, თავის კრედიტორებთან მიდის გარიგებებზე, ახდენს ნებაყოფლობით ან სავალდებულო ლიკვიდაციას (ეს არ ეხება რეკონსტრუქციის მიზნით ჩატარებულ ლიკვიდაციას), დანიშნული ჰყავს მისი ბიზნესის მიმღები ან მსჯავრდებულია რეგისტრირებული ორგანიზაციების  დისკრედიტაციაში და კეთილსინდისიერი ვაჭრობის შელახვაში. ამგვარი გადაწყვეტილებები და მათი საფუძვლები რეგისტრირებულ კომპანიას უნდა ეცნობოს წერილობით.

11.              იმ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრირებულ კომპანიას ან რეგისტრაციაზე განცხადების შემტან ორგანიზაციას სურს, გაასაჩივროს URS Holdings-ის სქემის მენეჯერის ან დამოუკიდებელი მასერტიფიცირებელი საბჭოს გადაწყვეტილებები წინამდებარე რეგულაციების შესაბამისად, მან საჩივარი უნდა შეიტანოს გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან 21 დღის განმავლობაში. მან წერილობით უნდა აცნობოს დამოუკიდებელ მასერტიფიცირებელ საბჭოს საჩივრის შეტანის თაობაზე თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

საჩივრების განმხილველი კომიტეტის შეხვედრა შედგება წინამდებარე რეგულაციების შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. მომჩივანს არანაკლებ 7 დღით ადრე უნდა ეცნობოს საჩივრის განხილვის დრო და ადგილი.

მომჩივანი ინფორმირებული იქნება საჩივრის განმხილველი კომიტეტის შემადგენლობის თაობაზე და მიეცემა საშუალება, უარი თქვას კომიტეტის ნებისმიერ წევრზე. უარის შესახებ მოსარჩელემ წერილობით უნდა აცნობოს სქემის მენეჯერს, რის შემდეგაც სარჩელის განმხილველი კომიტეტის შემადგენლობა განახლდება.

სქემის მენეჯერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის წინააღმდეგაც შეტანილ იქნა საჩივარი, შეჩერებულ იქნება კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. სქემის მენეჯერსა და მოსარჩელეს უფლება აქვთ, რომ მათი მოსმენა ჩატარდეს კონფიდენციალურობის მოთხოვნათა დაცვით. კომიტეტის გადაწყვეტილებას აჟღერებს კომიტეტის თავმჯდომარე და იგი საბოლოოა.

12.              თუ კლიენტს სურს, საჩივრის შეტანა URS Holdings-ის მიერ შემოთავაზებულ მომსახურებასთან დაკავშირებით, მან ამის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აცნობოს სქემის მენეჯერს URS Holdings-ის შესაბამის ოფისში. საკონტაქტო ინფორმაციის პოვნა შესაძლებელია URS Holdings-ის ოფიციალურ ვებსაიტზე: www.urs-holdings.com

ყველა საჩივარი სათანადოდ უნდა იქნეს რეგისტრირებული და განხილული. საჩივართან მიმართებაში გაკეთებული ნებისმიერი გამოსასწორებელი მოქმედების შესახებ დროულად უნდა ეცნობოს მომჩივანს. თუ მომჩივანი მიიჩნევს, რომ განხორციელებული ზომები არ არის საკმარისი, მან ამის შესახებ უნდა მიწეროს სათავო ოფისს „დამოუკიდებელი მასერტიფიცირებელი ორგანოს სახელზე“ (CBI).

CBI-ის მიერ საჩივართან მიმართებაში ნებისმიერი მიზანშეწონილი ქმედების შესახებ უნდა ეცნობოს მომჩივანს. თუ განხორციელებული ღონისძიებები არ არის საკმარისი მომჩივანისათვის, მან უნდა მიმართოს URS Holdings-ის აკრედიტაციის ნებისმიერ ორგანოს (მაგ., UKAS, SMMT (ISO/TS 16949-სათვის), NABCB და ა.შ).  აკრედიტაციის ორგანოების ვებგვერდების ბმულები მითითებულია URS Holdings წევრის ვებგვერდზე.

13.              წინამდებარე რეგულაციები შესაძლებელია შეიცვალოს ICB-ის მიერ დროთა განმავლობაში. ასეთმა ცვლილებებმა ზეგავლენა არ უნდა იქონიონ რეგისტრირებული ორგანოს მიერ ლოგოს გამოყენების უფლებაზე ან მის მოთხოვნაზე, ითვლებოდეს რეგისტრირებულ ორგანოდ. თუ რეგულაციებში შეტანილი ცვლილებები ეხება რეგისტრირებულ კომპანიას, URS Holdings-ის შესაბამისმა წარმომადგენელმა წერილობით უნდა აცნობოს დაინტერესებულ ორგანიზაციას იმ თარიღის შესახებ, როდესაც მას დაეკისრება შეცვლილ რეგულაციებთან შესაბამისობის ვალდებულება. როგორც წესი, თარიღსა და შეტყობინებას შორის არსებული პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

14.              URS Holdings-ის შესაბამისი ოფისის მისამართზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შემდეგი ინფორმაციის მიღებისა და შემოწმების საშუალება:

i)                    დარეგისტრირებული ორგანიზაციების სია

ii)                  შეჩერებული და გაუქმებული სერტიფიკატები

iii)                საჩივრების და სარჩელების განხილვის პროცედურა

ნებისმიერი ორგანიზაციის სერტიფიკატის ნამდვილობის გადამოწმება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ URS Holdings-ის ვებგვერდზე.

FSSC 22000 სერტიფიკატის ნამდვილობის შესამოწმებლად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ FSSC 22000-ის ვებგვერდი, რომელიც ასევე შეიცავს ინფორმაციას კომპანიის სახელწოდების, მისამართის, სერტიფიკატის მასშტაბისა და ანგარიშების შესახებ.

15.              წინამდებარე რეგულაციებით გათვალისწინებული ნებისმიერი შეტყობინება უნდა იქნეს შედგენილი მისი გამცემის სახელზე წერილობით და უნდა ახლდეს ხელმოწერა. შეტყობინება შეიძლება დატოვებულ იქნეს ადგილზე ან უნდა გაიგზავნოს რეგისტრირებულ დაზღვეულ გზავნილად, რადგან შესაძლებელია, რომ URS Holdings-ის წევრს ან რეგისტრირებულ ორგანიზაციას შეცვლილი ჰქონდეს მისამართი.

ამგვარად გაგზავნილი ნებისმიერი გზავნილი  ჩაბარებულად ითვლება მისი გაგზავნიდან 48 საათის გასვლის შემდეგ (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაძლებელია საპირისპიროს დამტკიცება). გზავნილის ეს სახეობა საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ შეტყობინება გაგზავნილ იქნა და მიღებულია ადრესატის მიერ წინამდებარე რეგულაციების შესაბამისად.

16.              როგორც აკრედიტებული რეგისტრატორი, ასევე აკრედიტაციის შესაბამისი ორგანოები იტოვებენ უფლებას, ჩაატარონ აუდიტი მოწმის თანდასწრებით აუდიტორებთან, შემფასებლებთან და ინსპექტორებთან ერთად. როგორც რეგისტრირებულმა კლიენტმა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ზოგიერთი სქემის ან სტანდარტისათვის აუდიტორებს, შემფასებლებსა და ინსპექტორებს შეიძლება თან ახლდეთ აუდიტორი აკრედიტაციის შესაბამისი ორგანოდან. როგორც რეგისტრირებული კლიენტი, თქვენ ვალდებული ხართ, ნება დართოთ რეგისტრირებული ორგანოს მიერ წარგზავნილ აუდიტორს, ჩაატაროს აუდიტი ??

 

Please select ...

Certification of Systems
www.urs-certification.co.uk

Certification of Persons
www.urs-persons.co.uk

Certification of Products
www.urs-products.com

Inspection and Revision
www.urs-inspection.co.uk

Insurance
www.urs-insurance.co.uk

×
საიტი იყენებს ქუქი ფაილებს. ქუქი ფაილების სიის ნახვა და მათი წაშლა შესაძლებელია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან. ვეთანხმები, შეტყობინების დახურვა.