კონფიდენციალურობა და სავაჭრო ნიშნები

შესავალი

შემდეგი ინფორმაცია განმარტავს URS Holdings Group-ის პოლიტიკას თქვენზე და თქვენს ბიზნესზე შეგროვებული ინფორმაციის შესახებ.

დროდადრო ვებგვერდზე მოსახურებების მისაღებად და გამოსაყენებლად ან სხვა, მასთან დაკავშირებული მოქმედებების განსახორციელებლად თქვენგან მოითხოვენ გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას (მაგ., სახელი, ელექტრონული ფოსტა). ზემოხსენებული მომსახურებები ძირითადად დაკავშირებულია სერტიფიცირებასთან, ინსპექტირებასთან, ACB-თან, ოფიციალური კოტირებასთან და ა.შ. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდება კონფიდენციალურად,  წინამდებარე პოლიტიკის, მოქმედი კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

Cookies/ქუქი-ფაილები

ქუქი-ფაილი წარმოადგენს მცირე ზომის ფაილს, რომლებიც ხშირად მოიცავს უნიკალურ იდენტიფიკატორს, რომელიც თქვენს ვებბრაუზერში იგზავნება სხვა კომპიუტერიდან და ინახება თქვენს კომპიუტერში.  ნებისმიერ ვებგვერდს შეუძლია თქვენთვის ქუქი-ფაილის გამოგზავნა, თუ თქვენი ბრაუზერის პრეფერენციები ამის საშუალებას აძლევს. დაცვის მიზნით თქვენი ბრაუზერი ვებგვერდებს მხოლოდ მათ მიერ გამოგზავნილ ქუქი-ფაილებზე აძლევს წვდომის საშუალებას.

თქვენი კომპიუტერის კონფიგურაციის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ, გააკონტროლოთ ვებგვერდების მიერ თქვენს ბრაუზერში ქუქი-ფაილების გადმოგზავნის პროცესი. ამასთანავე, დახმარებისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ თქვენი ინფორმაციული ტექნოლოგიების მომწოდებელს.

დამატებითი ინფორმაცია ქუქი-ფაილების მართვის შესახებ შეგიძლიათ, მოიპოვოთ თქვენი ბრაუზერის „ჰელფ-ფაილებში“ ან ვებგვერდზე www.allaboutcookies.org.

Google  Analytics/ Google-ის ანალიტიკური აზროვნების ტექნიკა

თავის საქმიანობაში URS-ი იყენებს Google-ის ანალიტიკური აზროვნების ტექნიკას. დამატებითი ინფორმაცია URS-ის მიერ Google  Analytics-ის გამოყენების შესახებ შეგიძლიათ, იპოვოთ შემდეგ ვებგვერდზე: http://www.google.com/analytics/learn/privacy.html.

Google-მა შეიმუშავა Google Analytics Opt-out Browser Add-on იმ მიზნით, რომ საიტის მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანის საშუალება, თუ რა გზით იქნეს შეგროვებული მისი მონაცემები Google  Analytics-ის მიერ.

Add-on-ი უკავშირდება Google Analytics JavaScript (ga.js)-ს და მიუთითებს, რომ ინფორმაცია კონკრეტული ვებგვერდის ვიზიტის შესახებ არ უნდა გადაეგზავნოს Google Analytics-ს. Google Analytics Opt-out Browser Add-on ხელს არ უშლის ინფორმაციის გადაგზავნას ვებგვერდებისათვის ან სხვა ანალიტიკური სერვისებისათვის.

თქვენი პერსონალური ინფორმაციის შენახვა და გამოყენება

ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ვალდებულებები თქვენ მიერ URS Holdings-ის ვებგვერდისათვის გადმოცემული პერსონალური/ბიზნეს ინფორმაციის (მაგ., სახელის, ელექტრონული ფოსტის მისამართის) გამოყენების თაობაზე.

ამგვარი მონაცემები საჭირო იქნება მხოლოდ კომპანიის სხვა წევრების ან საზოგადოებისთვის შესაძლო საქმიანი კავშირის შესათავაზებლად ვებგვერდის მიერ დადგენილი მიზნების შესაბამისად.

თქვენ მიერ URS Holdings-ისათვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ URS Holdings-ის შიგნით მისი წარმომადგენლების, წევრებისა და მომსახურების მიმწოდებლების მიერ (შენიშვნა: URS Holdings-ის  წევრების გადაწყვეტილებით, მათი საჯარო კომერციული დეტალების ნახვა შეუძლია ვებგვერდის ყველა სტუმარს). თქვენი ინფორმაცია გამჟღავნდება მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ ჩვენ გვექნება ამგვარად მოქცევის ვალდებულება ან კანონით დაშვებულ შემთხვევებში. ამასთანავე, თუ თქვენ გამოაქვეყნებთ ან გააგზავნით შეურაცხმყოფელი, არასათანადო ან არასასურველი შინაარსის მქონე ინფორმაციას ან ჩაიდენთ სხვა სახის რეპუტაციის შემლახველ ქმედებას URS Holdings-ის ვებგვერდზე, URS Holdings-ი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს თქვენს შესახებ ნებისმიერი მის ხელთ არსებული ინფორმაცია თქვენი ქმედების აღსაკვეთად.

ჩვენ შევინახავთ თქვენ შესახებ არსებულ ინფორმაციას ჩვენს სისტემაში მანამ, სანამ თქვენ იყენებთ მოთხოვნილ მომსახურებას, და წავშლით მას, როგორც კი თქვენი მომსახურება დასრულდება ან როდესაც თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, გააუქმოთ თქვენი რეგისტრაცია URS Holdings-ის ვებგვერდზე. ის პერსონალური ინფორმაცია, რომლის ადრესატი არ არის ვებგვერდის წევრი, მაგრამ მონაწილეობას იღებს ვებგვერდის მომსახურებებში (მაგ., კონსულტანტები), შეინახება იმ დროით, რაც საჭიროა კონკრეტული სერვისის შეუფერხებელი წარმოებისათვის. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველა პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხო შენახვას.

თქვენი პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

თქვენს შესახებ შეგროვებული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია თქვენს მომხმარებლის პროფილში, სადაც ინახება მუდმივად განახლებადი ინფორმაცია.

როგორ იპოვოთ და გააკონტროლოთ თქვენი cookies/ქუქი-ფაილები

cookies/ქუქი-ფაილების პოვნა და მათი კონტროლი დამოკიდებულია იმ ბრაუზერზე და მის ვერსიაზე, რომელსაც იყენებთ (მაგ., Internet Explorer, Firefox).

ბრაუზერების უმეტესობა cookies/ქუქი-ფაილების ნახვის საშუალებას იძლევა „ინსტრუმენტების ღილაკის“ საშუალებით. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამსახურს.

Cookie code-ის ნახვა

დააჭირეთ cookie-ის მის გასახსნელად. თქვენ დაინახავთ ტექსტისაგან და ციფრებისგან შემდგარ მოკლე ხაზს. ციფრები შეადგენენ საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის ნახვაც შეუძლია მხოლოდ იმ სერვერს, რომელმაც ეს cookie გამოგიგზავნათ.

URS Holdings-ის ვებგვერდის Cookies/ქუქი-ფაილები

საკუთრივ ქუქი-ფაილი არ გვაწვდის ინფორნაციას თქვენი ელექტრონული ფოსტის შესახებ და არ ახდენს თქვენს იდენტიფიკაციას. ჩვენს ანალიტიკურ ანგარიშებში ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ სხვა იდენტიფიკატორები, IP მისამართის ჩათვლით, მაგრამ ისინი გამოიყენება მხოლოდ საიტის განსაკუთრებული მნახველების რაოდენობის საიდენტიფიკაციოდ, სტუმრების გეოგრაფიული წარმოშობის ტენდენციების დასადგენად და არავითარ შემთხვევაში ცალკეული სტუმრის საიდენტიფიკაციოდ.

 

Please select ...

Certification of Systems
www.urs-certification.co.uk

Certification of Persons
www.urs-persons.co.uk

Certification of Products
www.urs-products.com

Inspection and Revision
www.urs-inspection.co.uk

Insurance
www.urs-insurance.co.uk

×
საიტი იყენებს ქუქი ფაილებს. ქუქი ფაილების სიის ნახვა და მათი წაშლა შესაძლებელია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან. ვეთანხმები, შეტყობინების დახურვა.