URS Holdings-ის პოლიტიკა

URS Holdings-ის პოლიტიკის ძირითადი დებულებები

URS Holdings Ltd. ჯგუფის პოლიტიკას წარმოადგენს შემდეგი:

  1. უზრუნველყოს მომხმარებლისათვის მეგობრული, თავაზიანი და ეფექტური მომსახურება;
  2. გარემოებებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს მომსახურების საერთო მიდგომის პრაგმატულობა და მისი უპირატესობების მიწოდება კლიენტებისათვის;
  3. უზრუნველყოს კლიენტებისათვის შეთავაზებული მომსახურებების კონკურენტული ფასები;
  4. კლიენტთა მოთხოვნის საფუძველზე შეინარჩუნოს დაგააფართოოს აკრედიტებული მომსახურებები.

მიზნები და ამოცანები

URS Holding-ის მიზნები და ამოცანები არ შეცვლილა კომპანიისა და ჰოლდინგის დაარსების დღიდან და მდგომარეობს შემდეგში:

  1. იყოს რისკის მართვის ისეთი მომსახურებების საერთაშორისო მიმწოდებელი, რომლებიც შეეხება მართვის სისტემების აუდიტთან, სერტიფიცირებასთან, ინსპექციასთან და რისკის მართვასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებს;
  2. შეთავაზოს ფართო სპექტრის სფეროები პირველ პუნქტში ნახსენები მომსახურებების ფარგლებში, რათა გახდეს "One-Stop-Shop"-ის ტიპის ცენტრი კლიენტებისთვის;
  3. პატიოსნად შესთავაზოს მომსახურებები, რაც გამოიხატენა სახელმწიფოს მიერ დანიშნული ორგანოების აკრედიტაციის დემონსტრირებით.

კლიენტთა გაფრთხილება

ჩვენი პოლიტიკის, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, ჩვენ ვიცავთ აკრედიტაციის პრინციპებს, რათა ვუზრუნველყოთ ის, რომ ჩვენი საქმიანობა დაეფუძნოს რეგისტრატორისათვის საერთაშორისოდ აღიარებულ წესებს; ჩვენ ვამაყობთ იმით, თუ როგორ გამჭვირვალედ ხორციელდება ჩვენი საქმიანობა.

აკრედიტაციისა და რეგისტრაციის ზოგიერთ ორგანოს ან საერთოდ არ აქვს აკრედიტაცია ან მათი აკრედიტაცია საერთაშორისოდ არ არის აღიარებული  მთავრობის ან სხვა სპეციალურად დანიშნული ორგანოს მიერ.

ყოველთვის შეამოწმეთ, რომ რეგისტრატორი, რომელთანაც აპირებთ მუშაობას, იყოს აკრედიტებული შესაბამისი ორგანოს მიერ, რომელიც არის საერთაშორისო სააკრედიტაციო ფორუმის წევრი (IAF) და მრავალმხრივი ხელშეკრულების ხელმომწერი (MLA).

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით UKAS-ს დიდ ბრიტანეთში და ყურადღება მიაქციეთ გაფრთხილებებს დიდი ბრიტანესთის მთავრობის მხრიდან. იხილეთ BIS-ის მეშვეობით ხელმისაწვდომი ამონაწერი ერთ-ერთი ასეთი გაფრთხილებიდან:

„BIS-მა ურჩია სერტიფიცირების წარმომადგენელ ორგანიზაციებს დიდ ბრიტანეთში, რომ:

„აკრედიტაციის“ კანონიერად მიღება შესაძლებელია მხოლოდ დიდი ბრიტანეთის სააკრედიტაციო სამსახურისაგან (United Kingdom Accreditation Service-UKAS).

ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც მიუთითებს, რომ აკრედიტებულია კანონის შესაბამისად, და სინამდვილეში ეს სიმართლეს არ შეესაბამება, არის დამნაშავე და არღვევს 2008 წლის კანონს „შეცდომაში შემყვანი მარკეტინგული წესებისაგან  ბიზნესის დაცვის შესახებ“ (საკანონმდებლო აქტი 2008/1276).

ასეთ შემთხვევაში მასერტიფიცირებელმა ან წარმომადგენელმა ორგანოებმა უნდა მიმართონ სავაჭრო სტანდარტებს (Trading Standards) ან სამართლიანი ვაჭრობის ოფისს (Office of Fair Trading in the first instance)".

 

Please select ...

Certification of Systems
www.urs-certification.co.uk

Certification of Persons
www.urs-persons.co.uk

Certification of Products
www.urs-products.com

Inspection and Revision
www.urs-inspection.co.uk

Insurance
www.urs-insurance.co.uk

×
საიტი იყენებს ქუქი ფაილებს. ქუქი ფაილების სიის ნახვა და მათი წაშლა შესაძლებელია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან. ვეთანხმები, შეტყობინების დახურვა.