ლოგო და რეგულაციები

სამარკო ნიშნისა  და ლოგოს გამოყენების წესები და რეგულაციები

რეგისტრირებულ კლიენტს, ერთეულს ან პირს უფლება აქვს, გამოიყენოს შესაბამისი სამარკო ნიშანი/ნიშნები და ლოგო/ლოგოები. სანამ ჩამოტვირთავთ თქვენს სამარკო ნიშანს/ნიშნებს ან ლოგოს/ლოგოებს, გთხოვთ, გამონახოთ დრო და გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებსა და რეგულაციებს, რომლებიც ეხება შესაბამისი ლოგოსა და სამარკო ნიშნის გამოყენების პირობებს.

რეგულაციები ლოგოს შესახებ და მისი გამოყენების წესები

თუ თქვენ ხართ სერტიფიცირებული ორგანიზაცია, გაქვთ უფლება, აჩვენოთ ეს ლოგოს/ლოგოების მეშვეობით ბლანკიან ქაღალდებზე, სარეკლამო ბარათებზე, სავიზიტო ბარათებზე, ბროშურებსა და სამარკეტინგო მასალებზე (ვებგვერდების ჩათვლით).

ლოგოს შერჩევა დამოკიდებული იქნება:

ა) სტანდარტზე/სტანდარტებზე ან სქემაზე, რომლებიც სერტიფიცირებულია თქვენს ორგანიზაციაში;

ბ) თუ როგორ დიზაინსა და გარეგნულს სახეს ანიჭებს უპირატესობას თქვენი ორგანიზაცია.

ზოგადად, ბრენდზე დამოკიდებული (მაგ., URS) ხელმისაწვდომი ლოგოების არჩევანი არის შემდეგი:

  1. საკუთარი ლოგო (მაგ., United Registrar of Systems Limited);
  2. , რომელიც კონკრეტული სტანდარტის სიმბოლიზებას ახდენს;
  3. United Registrar of Systems Limited-ის ლოგო სააკრედიტაციო ორგანოს ლოგოსთან ერთად (UKAS-ის ლოგო: ნიშანი და გვირგვინი);
  4. United Registrar of Systems Limited-ის ლოგო კონკრეტული სტანდარტის სიმბოლურ ლოგოსთან.

შენიშვნა: ზოგიერთი სქემისათვის შეუძლებელია 4 ლოგოს არჩევანის გაკეთება, მაგ., არააკრედიტებული სქემები.

თქვენ გადმოგეცემათ ბმულები იმ სტანდარტების ლოგოებისათვის, რომლებიც სერტიფიცირებულია თქვენს ორგანიზაციაში.

თუ თქვენს სერტიფიკატზე გამოსახულია UKAS-ის ლოგო, მაშინ თქვენს ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს ნებისმიერი შესაბამისი ლოგო, რომელზეც ასახულია UKAS-ის ნიშანი და გვირგვინი.

თუ თქვენს სერტიფიკატზე არ არის გამოსახული UKAS-ის ლოგო,  მაშინ თქვენ თავი უნდა შეიკავოთ ნებისმიერი ლოგოს გამოყენებისაგან, რომელიც შეიცავს UKAS-სის ლოგოსათვის დამახასითებელ ნიშანსა და გვირგვინს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ყოველი ვიზიტის დროს აუდიტორი ვალდებულია, შეამოწმოს, როგორ გამოიყენებთ ლოგოს, და ჩაინიშნოს არამართებული ლოგოს გამოყენების და ასევე მართებული ლოგოს არაკორექტულად გამოყენების შემთხვევბი. აუდიტორის ანგარიშის საფუძველზე მოხდება წესებთან შეუსაბამობის საკითხის დაყენება და თქვენ მოგეთხოვებათ ლოგოს ამოღება ყოველგვარი ხმარებიდან. გარდა ამისა, თუ დადასტურდება, რომ სერტიფიკატის სტატუსთან მიმართებაში გაკეთდა არასწორი მითითება და სასერტიფიკაციო საბუთები, ლოგო და ანგარიშები გამოყენებულ იქნა შეცდომაში შეყვანის მიზნით, URS Holdings მიიღებს დამატებით ზომებს და შეაჩერებს, გააუქმებს, გააკეთებს განაცხადს დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ან სასამართლოში შეიტანს სარჩელს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ლოგოს გამოყენების პირობების მოსაწესრიგებლად არსებობს შემდეგი რეგულაციები:

რეგულაციები

i) ა) ლოგო არ უნდა იყოს გამოსახული პროდუქტზე ან შეფუთვაზე, სადაც მათი ნახვა მომხმარებლებისათვისაა შესაძლებელი

(ბ) ლოგოს გამოყენება არ შეიძლება ლაბორატორიულ ცდებზე, ეტალონირებისა და ინსპექციის ანგარიშებზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კლიენტი სერტიფიცირებულია URS Holdings-ის მიერ. თუ კონკრეტულ კრიტერიუმში ეჭვი გეპარებათ, გთხოვთ, მიმართოთ თქვენთვის განკუთვნილ ოფისს).

ii) (ა) (i)-ნაწილიდან დასაშვებია გამონაკლისი მხოლოდ 1,2 და 4 ტიპის  ლოგოებისათვის. ლოგოებს თან უნდა ახლდეს მკაფიო განმარტება შემდეგი ფორმით: ლოგო არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული დამოუკიდებლად და არ უნდა შექმნას  შთაბეჭდილება, რომ პროდუქტი სერტიფიცირებულია.

მაგ., ეს ლოგო მეტყველებს იმაზე, რომ ორგანიზაციას აქვს მართვის სისტემა მისი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მართვის სტანდარტთან.

ii) (ბ) დაუშვებელია ყოველგვარი განცხადება, რომელმაც სერტიფიცირებასთან დაკავშირებით შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი. სერტიფიცირების სფეროს შემცირების შემდეგ ასევე უნდა შეიცვალოს მცდარი ინფორმაციის შემცველი ყველა სარეკლამო მასალა.

ii) (გ) თავი უნდა შეიკავოთ და არ დაუშვათ სასერტიფიკაციო დოკუმენტის ან მისი რომელიმე ნაწილის შეცდომაში შეყვანის გზით გამოყენება; მაგ., ლოგოს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ ადგილმდებარეობასა და დასახელებასთან კავშირში, რომლემაც მიიღო სერტიფიცირება.

ii)  (დ) სერტიფიცირების შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ ყველა სარეკლამო მასალის (ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები) გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ნებისმიერ მითითებას სერტიფიცირებაზე.

ii)  (ე) სააკრედიტაციო ნიშნის/სასერტიფიკაციო ლოგოს ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი სერტიფიკატის გაუქმება.  ეს დებულება ასევე ეხება მინიშნებას იმის თაობაზე, რომ სერტიფიცირება ვრცელდება ისეთ საქმიანობებზეც, რომლებიც სცდება სერტიფიცირების სფეროს.

ii)  (ვ) თავი უნდა შეიკავოთ სერტიფიცირების ისეთი მიზნებით გამოყენებისაგან, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ URS Holdings/ან სასერტიფიკაციო სისტემის დისკრედიტაცია და საზოგადოების მხრიდან ნდობის დაკარგვა.

iii) 1,2 და 4 სახეობის ლოგოების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ზომითა და ფერით.

iv) მე-3 სახეობის ლოგოების გამოყენებასთან დაკავშირებით მოქმედებს დამატებითი სპეციფიკური წესები, რომლებიც შეესაბამება აკრედიტაციის ორგანოს მოთხოვნებს:

UKAS-ის მიერ აკრედიტებული სერტიფიცირებისათვის სააკრედიტაციო ნიშნის გამოყენება უნდა მოხდეს შემდეგი წესით:

NABCB-ის მიერ აკრედიტებული სერტიფიცირებისათვის სააკრედიტაციო ნიშნის გამოყენება უნდა განხორციელდეს შემდეგი წესით:

   ა. ილუსტრაციის შესაბამისად, ნიშანი უნდა იყოს ნაცრისფერ და შავ ფერებში.

   ბ. ნიშანი არ უნდა იყოს 15მმX12მმ-ზე ნაკლები. თუ სივრცის სიმცირის გამო აუცილებელია ლოგოს რეპროდუქცია უფრო მცირე ზომით, იგი უნდა იყოს გარჩევადი; ლოგოში სივრცეები არ უნდა იყოს შევსებული და შენარჩუნებული უნდა იყოს ზომების იგივე პროპორციები.

v) თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ იმდენი ლოგო, რამდენის უფლებაც გაქვთ. აუცილებელია, რომ გამოყენებული ლოგო შეესაბამებოდეს სერტიფიცირებულ სტანდარტს.

vi) ყველა გამოყენებული ლოგოტიპის ქვედა ნაწილში მითითებულ უნდა იქნეს სერტიფიკატის ნომერი.

IAF-ით სერტიფიცირებულ კლიენტებს არ აქვთ უფლება, გამოიყენონ IAF-ის სავაჭრო ნიშანი პუბლიკაციებსა და სარეკლამო მასალებში.

კომპანიის სატრანსპორტო საშუალებები:

კომპანიებს უფლება აქვთ სატრანსპორტო საშუალებებზე გამოიყენონ ლოგოები. ეს დებულება არ ეხება აკრედიტაციის ორგანოს ლოგოებს (ლოგოების მე-3 ტიპი).

ლოგოების ხელმისაწვდომობა

ლოგოზე წვდომის მოსაპოვებლად გთხოვთ, აკრიფოთ თქვენი სერტიფიკატის ნომერი სრულ ფორმატში (მაგ., 12345/A/0009/UK/XX) და დააჭიროთ ხელი გადაგზავნის ღილაკს.

 

Please select ...

Certification of Systems
www.urs-certification.co.uk

Certification of Persons
www.urs-persons.co.uk

Certification of Products
www.urs-products.com

Inspection and Revision
www.urs-inspection.co.uk

Insurance
www.urs-insurance.co.uk

×
საიტი იყენებს ქუქი ფაილებს. ქუქი ფაილების სიის ნახვა და მათი წაშლა შესაძლებელია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან. ვეთანხმები, შეტყობინების დახურვა.