ISO 22000

ISO 22000 სტანდარტი საკვების უვნებლობის მართვის სისტემის სერტიფიკაციისათვის გამოიყენება ბიზნესის ყველა სახეობის მიმართ საკვების გადამამუშავებელ მთელ ჯაჭვში, განურჩევლად მათი მოცულობისა: ფერმები, პირველადი მწარმოებლები, საკვების მწარმოებლები, ტრანსპორტის მიმწოდებლები, სასაქონლო საწყობები, სამრეწველო საწარმოები, მოწყობილობების, შეფუთვის, საწმენდი საშუალებებისა და ყევლა საკვები დანამატის მწარმოებლები.

ISO 22000 არის სტანდარტი, რომელიც ხელს უწყობს რისკის კონტროლს საკვების გადამამუშავებელ მრეწველობაში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანისათვის განკუთვნილი საკვების უსაფრთხოება. საკვების უვნებლობის სტანდარტი შემუშავებულ იქნა კვების მრეწველობისა და სპეციალიზებული ორგანიზაციების პროფესიონალი წარმომადგენლების მიერ Codex Commission, UN (FAO)-სა და WHO-სთან თანამშრომლობით. ISO 22000 სტანდარტი ეფუძნება ISO 9001 ხარისხის მართვის სტანდარტის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) მიღწევებსა და გეგმებს უვნებელი საკვებით უზრუნველსაყოფად.

ISO 22000 სერტიფიცირების სარგებელი:

  • უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ და ეფექტურ კონტროლს ჯანსაღი და უვნებელი საკვების მისაღებად
  • მინიმუმამდე დაჰყავს არაჯანსაღი და დაბალი ხარისხის საკვების წარმოების შესაძლებლობა
  • ზრდის საკვების უვნებლობას მთელ სასურსათო ჯაჭვში
  • უზრუნველყოფს საკვების უვნებლობის აუდიტს მესამე, დამოუკიდებელი მხარის მიერ
  • ზრდის ნდობას საზოგადოების, სამრეწველო დარგისა და საჯარო სექტორის მხრიდან

სერტიფიცირებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ თავს სარეკლამო მასალებში ორგანიზაციის სერტიფიკატის მფლობელად მოხსენიებისა და URS-ის ლოგოს უსასყიდლოდ გამოყენების გზით.

კოტირებისათვის გთხოვთ, გამოიყენოთ ერთი ან რამდენიმე კოტირების მოთხოვნის ფორმა
სწრაფი დაკავშირება
სერტიფიკატის ნამდვილობის შემოწმება
 

Please select ...

Certification of Systems
www.urs-certification.co.uk

Certification of Persons
www.urs-persons.co.uk

Certification of Products
www.urs-products.com

Inspection and Revision
www.urs-inspection.co.uk

Insurance
www.urs-insurance.co.uk

×
საიტი იყენებს ქუქი ფაილებს. ქუქი ფაილების სიის ნახვა და მათი წაშლა შესაძლებელია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან. ვეთანხმები, შეტყობინების დახურვა.