SEDEX (Supplier Ethical Data Exchange/ ეთიკურ მონაცემთა გაცვლის მიმწოდებელი) - სოციალური შესაბამისობის აუდიტი

Sedex-ი არის ეთიკურ მონაცემთა გაცვლის მიმწოდებელი პროგრამა, რომელიც წარმოადგენს ინტერნეტზე დაფუძნებულ სისტემას. Sedex-ი ეხმარება ბიზნეს მიმწოდებელს ქსელის ეთიკური ნორმების გაუმჯობესებაში.

ეს პლატფორმა ინახავს მონაცემებს პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკის შესახებ და იძლევა ეთიკური ნორმების/ქცევების შესახებ არსებული ინფორმაციის გაზიარების საშუალებას.

SMETA – „Sedex-ის წევრი ეთიკური ვაჭრობის აუდიტი“ წარმოადგენს სტანდარტს, რომელიც გამოიყენება ეთიკური ვაჭრობის აუდიტისათვის. SMETA-ს აუდიტი ეფუძნება ETI-ის წესებს, რომლებიც მოიცავს გარემოს დაცის, ჯანმრთელობისა და უვნებლობის, ბიზნესისა და შრომითი ეთიკის სტანდარტების დანერგვას მიმწოდებელთა ჯაჭვში. ETI-ის წესები ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციებს, შრომის პრაქტიკას. URS-ი ატარებს SMETA აუდიტს ინდოეთში. Sedex-ის აუდიტის მოთხოვნები ეფუძნება ETI-ის პრინციპებს და მოიცავს შემდეგ წესებს:

SEDEX - სოციალური შესაბამისობის აუდიტი სარგებელი:

  • სამუშაოს არჩევა ხდება თავისუფლად: არ დაიშვება იძულებითი სამუშაოები სასჯელთაღსრულებით დაწესებულებებში და დასაქმებულებს თავისუფლად შეუძლიათ დატოვონ სამსახური ზომიერ ვადებში გაკეთებული წინასწარი განცხადების საფუძველზე
  • პროფკავშირები: დასაქმებულებს აქვთ უფლება შექმნან და გაწევრიანდნენ პროფკავშირებში თავიანთი სურვილისამებრ. დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ ღია დამოკიდებულება პროფკავშირისადმი და არ დაუშვან დისკრიმინიაცია
  • სამუშაო პირობების უვნებლობა ჯანმრთელობისათვის: დასაქმებულები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ უსაფრთხო და ჰიგიენური შრომითი გარემოთი, რათა დაკმაყოფილდეს SEDEX-ის აუდიტის მოთხოვნები. სპეციალური ზომები უნდა იქნეს მიღებული უბედური შემთვევებისა და დაზიანებების თავიდან ასაცილებლად
  • ბავშვთა შრომის არგამოყენება: SMETA-ს სტანდარტზე დაფუძნებული SEDEX-ის აუდიტი მოითხოვს, რომ არ იქნეს დაშვებული ბავშვების სამუშაო ძალის გამოყენება. ბავშვები და 18 წლამდე ახალგაზრდები არ უნდა იყვნენ დასაქმებული ღამით და სახიფათო პირობებში
  • უნდა მოხდეს მინიმალური საარსებო ხელფასის გადახდა: SEDEX-ის აუდიტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დასაქმებულისათვის გადასახდელი ხელფასი და სარგებელი უნდა ემთხვეოდეს ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ სტანდარტებს ან კონკრეტული დარგის ნიშნულებს
  • არ უნდა იქნეს დაშვებული სამუშაო საათების გადაჭარბება: სამუშაო საათები უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ კანონმდებლობას და კოლექტიურ შეთანხმებებს. კვირაში სამუშაო საათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ყველა ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა იყოს ნებაყოფლობითი
  • დისკრიმინაციის დაუშვებლობა: ნებისმიერი დისკრიმინაცია, რომელიც დაკავშირებულია დასაქმებასთან, სამსახურში აყვანასთან, სამსახურის დაპირებასთან, ანაზღაურებასთან, სარგებელთან და სამსახურიდან წასვლის პირობებთან, უნდა იქნეს აკრძალული. სოციალური შესაბამისობის აუდიტი მოითხოვს დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაციის გამორიცხვას რასის, კასტის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით
  • რეგულარული სამუშაოთი უზრუნველყოფის აუცილებლობა: SEDEX-ის მოთხოვნები საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს, თავიანთი საქმიანობა განახორციელონ აღიარებული შრომითი ურთიერთობების საფუძველზე. სოციალური შესაბამისობის აუდიტი მოიცავს ვალდებულებას, რომელიც მოითხოვს, რომ არ იქნეს აცილებული შრომითი კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები
  • უხეში და არაადამიანური მოპყრობის დაუშვებლობა: SEDEX-ის აუდიტის მოთხოვნების მიხედვით, დაუშვებელია ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სექსუალური ან სხვა სახის ძალადობა
  • SEDEX-ის აუდიტის ანგარიშები ამცირებს დუბლირების შემთხვევებს მიმწოდებელთა ჯაჭვის აუდიტში ფართოდ მისაღები ერთფორმატიანი სოციალური შესაბამისობის აუდიტის საშუალებით
  • SMETA-ს აუდიტი აძლიერებს ეთიკური ვაჭრობის პროგრამებს მიმწოდებელთა ჯაჭვში
  • ამცირებს რისკს სოციალურ პასუხისმგებლობაში და მდგრადობაში SMETA-ს სტანდარტის შესაბამისად ჩატარებული აუდიტის მეშვეობით
  • SEDEX-ის მონაცემთა ბაზის მეშვეობით მყიდველებსა და ბრენდებს ეძლევათ შესაძლებლობა, ნახონ და გააზიარონ ინფორმაცია მიმწოდებელთა შესახებ სოციალური შესაბამისობის აუდიტების თაობაზე.

URS-ი შედის SEDEX-ის წევრ სააუდიტორო კომპანიების ჯგუფში (Audit Company Group (ACG)). ACG-ის წევრობა URS-ს საშუალებას აძლევს, ჩაატაროს SMETA-ს აუდიტი SEDEX-ის მოთხოვნების დასაცავად. URS-ის მიერ მიმწოდებელთა ქსელისათვის ჩატარებული SMETA-ს აუდიტი, რომელიც მიზნად ისახავს ეთიკური ნორმების მართვასა და შენარჩუნებას, აღიარებულია ბრენდების, მიმწოდებლების, სხვა მომხმარებლებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ.
SEDEX-ის მონაცემთა ბაზაში შესაძლებელია URS-ის პოვნა შემდეგ ბმულზე: http://www.sedexglobal.com/ethical-audits/for-auditors/

სწრაფი დაკავშირება
 

Please select ...

Certification of Systems
www.urs-certification.co.uk

Certification of Persons
www.urs-persons.co.uk

Certification of Products
www.urs-products.com

Inspection and Revision
www.urs-inspection.co.uk

Insurance
www.urs-insurance.co.uk

×
საიტი იყენებს ქუქი ფაილებს. ქუქი ფაილების სიის ნახვა და მათი წაშლა შესაძლებელია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან. ვეთანხმები, შეტყობინების დახურვა.