პროდუქტის სერტიფიცირება (CE)

დღევანდელი ბაზარი გაჯერებულია მრავალფეროვანი პროდუქციით. ხშირ შემთხვევაში პროდუქციის ხარისხის განსაზღვრა ხდება უფლებამოსილი სერტიფიკატებისა და ფასის მეშვეობით.
კონკურენტულ ბაზარზე, პროდუქტის შემოწმება და სერტიფიცირება გამოარჩევს კომპანიას  როგორც უვნებელი და ხარისხიანი პროდუქტის მწარმოებელს. პროდუქტის შემოწმება და სერტიფიცირება გარდაუვალ აუცილებლობად იქცა ბევრი კომპანიისათვის.
ბევრ ქვეყანაში არსებობს საკანონმდებლო მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ პროდუქტს, სანამ იგი ბაზარზე მოხვდება, უნდა ჰქონდეს „CE“ ნიშანი, რაც მისი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელია.
„CE“ ნიშანი არის მაჩვენებელი იმისა, რომ პროდუქტი არის წარმოებული კანონის, ხარისხისა და უვნებლობის მოთხოვნების დაცვით.
ზოგიერთ ქვეყანაში ექსპორტისათვის საჭიროა შესაბამისი სერტიფიკატების ქონა. პროდუქტის სერტიფიცირება ახალ შესაძლებლობებს უჩენს თქვენს ბიზნეს.
პროდუქტის ხარისხთან შესაბამისობისა და მისი ხარისხის დადასტურების შემდეგ მისი კანონიერად გაყიდვა შეგიძლიათ თქვენ მიერ არჩეულ ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესის არსებობისათვის.
პროდუქტის ყველაზე მნიშვნელოვან ნიშნებს  / მარკებს წარმოადგენს: CE, UL, CSA, CCC, GS და CCA.
პროდუქტის სერტიფიცირება, როგორც წესი, მოიცავს პროდუქტის სტაბილურობის მართვას სერტიფიკატის ძალაში ყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე.
ახალ ბაზარზე შედიხართ? ახალი პროდუქციას აწარმოებთ? ან გაინტერესებთ, რამდენად შეესაბამება თქვენი პროდუქცია კანონის მოთხოვნებს?

 

Please select ...

Certification of Systems
www.urs-certification.co.uk

Certification of Persons
www.urs-persons.co.uk

Certification of Products
www.urs-products.com

Inspection and Revision
www.urs-inspection.co.uk

Insurance
www.urs-insurance.co.uk

×
საიტი იყენებს ქუქი ფაილებს. ქუქი ფაილების სიის ნახვა და მათი წაშლა შესაძლებელია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან. ვეთანხმები, შეტყობინების დახურვა.