URS სერტიფიცირების შესახებ

URS Holdings-ი, კომპანია „სისტემების გაერთიანებული რეგისტრატორ“-ის მეშვეობით, გთავაზობთ სასერტიფიკაციო მომსახურებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თავისი მომსახურებების უზრუნველსაყოფად და კონკრეტული დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად იგი იყენებს სხვადასხვა სახის აკრედიტაციას. თითოეული სახის აკრედიტაცია მისდევს მართვის სისტემას, რომელსაც იყენებენ ჰოლდინგში შემავალი ცალკეული იურიდიული პირები.

IAF (International Accreditation Forum) არის შესაბამისობის შემფასებელი აკრედიტაციის ორგანოების მსოფლიო ასოციაცია. ამასთანავე, IAF აერთიანებს სხვა ორგანოებს, რომლებიც დაკავებული არიან შესაბამისობის შეფასებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მართვის სისტემები, პროდუქტები, მომსახურებები, პერსონალი და შეფასების სხვა, მსგავსი პროგრამები. URS Holdings-ს მიღებული აქვს აკრედიტაცია IAF-ის წევრი სააკრედიტაციო ორგანოებისაგან.

URS-ის სერტიფიცირების სააკრედიტაციო ორგანოები:

UKAS (United Kingdom Accreditation Service / დიდი ბრიტანეთის სააკრედიტაციო სამსახური) აღიარებს URS-ის მიერ მართვის სისტემების სერტიფიცირებას  ISO 9001, ISO 14001, OHSAS 18001, ISO 20000, ISO 27001, ISO 13485 და სხვა სტანდარტების მიხედვით.

UKAS-ის სქემებთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებით ოფიციალურად დანიშნულ იურიდიულ პირს წარმოადგენს United Registrar of Systems Ltd., მისამართი: Washington House, 3 Durley Road, Bournemouth, Dorset, United Kingdom. მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ URS Holdings-ს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@urs-holdings.com ან ეწვიეთ სააკრედიტაციო ორგანოს ვებსაიტს.

IATF (International Automotive Task Force /საერთაშორისო საავტომობილო სამუშაო ჯგუფი) ადასტურებს URS-ის, როგორც აკრედიტებული ორგანოს, სერტიფიცირებას საავტომობილო ინდუსტრიაში ISO/TS 16949 სტანდარტის შესაბამისად.

IATF-ის აკრედიტაციასთან დაკავშირებით ოფიციალურად დანიშნულ იურიდიულ პირს წარმოადგენს United Registrar of Systems Ltd.,  მისამართი: Washington House, 3 Durley Road, Bournemouth, Dorset, United Kingdom.  მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ URS Holding-ს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@urs-holdings.com  ან ეწვიეთ სააკრედიტაციო ორგანოს ვებსაიტს.

NABCB (The National Accreditation Board for Certification Bodies / მასერტიფიცერებელი ორგანოების ეროვნული საბჭო) წარმოადგენს ინდოეთის სააკრედიტაციო ორგანოს. URS Holdings-ის მიერ  NABCB-ი შერჩეულ იქნა აზიურ, განსაკუთრებით კი, ინდურ  ბაზარზე მისი მზარდი მნიშვნელობის გამო. NABCB-ის სქემებთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებით ოფიციალურად დანიშნულ  იურიდიულ პირს წარმოადგენს URS Certification Ltd., F-3, Sector 6, Noida, NCR- Delhi, India. მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ URS Holding-ს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@urs-holdings.com ან ეწვიეთ სააკრედიტაციო ორგანოს ვებსაიტს.

DAC (The Dubai Accreditation Centre / დუბაის აკრედიტაციის ცენტრი) წარმოადგენს დუბაის სააკრედიტაციო სააგენტოს. URS Holdings-ის მიერ DAC-ი შერჩეულ იქნა იმ მიზეზით, რომ დუბაის მთავრობამ საკვების მწარმოებელი ყველა კომპანიისათვის სავალდებულო გახადა სერტიფიცირება HACCP სქემის ან  ISO 22000-ის მიხედვით.

DAC-ის სქემებთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებით ოფიციალურად დანიშნულ  იურიდიულ პირს წარმოადგენს URS ME FZC, P.O.Box 7871, SAIF Zone, Sharjah, United Arab Emirates. მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ URS Holding-ს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@urs-holdings.com  ან ეწვიეთ სააკრედიტაციო ორგანოს ვებსაიტს.

EGAC (Egyptian Accreditation Council / ეგვიპტის მაკრედტიებელი საბჭო) წარმოადგენს ეგვიპტის სააკრედიტაციო ორგანოს. URS Holdings-ის მიერ EGAC-ი შერჩეულ იქნა ეგვიპტურ ბაზარზე მისი მზარდი მნიშვნელობის გამო.

EGAC-ის სქემებთან და აკრედიტაციასთან  დაკავშირებით ოფიციალურად დანიშნულ იურიდიულ პირს წარმოადგენს URS Egypt, მისამართი: 20 Palestine Street, 10th floor El Maadi, Cairo, Egypt. მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ URS Holding-ს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@urs-holdings.com  ან  ეწვიეთ სააკრედიტაციო ორგანოს ვებსაიტს.

SAC (Singapore Accreditation Council / სინგაპურის სააკრედიტაციო საბჭო) წარმოადგენს სააკრედიტაციო ორგანოს სინგაპურში. URS Holdings-ის მიერ იგი შერჩეულ იქნა მისი მზარდი მნიშვნელობის გამო სინგაპურის ბაზარზე .

SAC-ის სქემებთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებით ოფიციალურად დანიშნულ იურიდიულ პირს წარმოადგენს  URS Far East Pte Ltd, მისამართი:7500A Beach Road #06-323, The Plaza, Singapore. მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ URS Holding-ს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@urs-holdings.com  ან ეწვიეთ სააკრედიტაციო ორგანოს ვებსაიტს.

DAkkS (Deutsche Akkreditierungsstelle) წარმოადგენს სააკრედიტაციო ორგანოს გერმანიაში, რომელიც ცნობს URS-ის, როგორც აკრედიტებული ორგანოს, სერტიფიცირებას GMP+  საკვების უვნებლობის სტანდარტის მიხედვით.

DAkkS-ის მიერ GMP+ საკვების უვნებლობის სტანდარტის შესაბამის აკრედიტაციასთან დაკავშირებით ოფიციალურად დანიშნულ იურიდიულ პირს წარმოადგენს United Registrar of Systems Czech s.r.o., მისამართი: Argentinská 286/38, PSN House, Praha, Czech Republic. მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ URS Holding-ს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@urs-holdings.com  ან ეწვიეთ სააკრედიტაციო ორგანოს ვებსაიტს.

მეტი ინფორმაცია URS-ის სასერტიფიკაციო მომსახურეობების შესახებ.

 

Please select ...

Certification of Systems
www.urs-certification.co.uk

Certification of Persons
www.urs-persons.co.uk

Certification of Products
www.urs-products.com

Inspection and Revision
www.urs-inspection.co.uk

Insurance
www.urs-insurance.co.uk

×
საიტი იყენებს ქუქი ფაილებს. ქუქი ფაილების სიის ნახვა და მათი წაშლა შესაძლებელია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან. ვეთანხმები, შეტყობინების დახურვა.